Free_Worldგაგიმარჯოს ჯიგრიანო და საჯიხვეს კლდეთა წერაქვიანო
ალპინისტო მთიელო!
მთიელებმა ვიცით მთის და ბარის ლხენის და სატკივართა სრული
ასავალ-დასავალნი --- მზეს პირველები ვხვდებით და ბოლოს ვაცილებთ
ერთგული მცველებივით და მფარველ-მარადიული თანამდევი სულებივით
ამა ქვეყანასა ზედა და ცასა და მიწას შორის გამწესებულებივით.
არც ზვავნი და არც სიმკაცრე ბუნებისა, როდესაც გამოკეტავს ადამიანს თოვლისა და ყინულის სამეფოში ახალ გაზაფხულამდის --- არაა ჩვენთვის უცხო და უცნობი დაყუდებული ბერებივით ცხოვრების წესნი და რიგნი.
ამაყი და გოროზი მთიელების სისხლი სასტიკად დაუნდობელია კაცობის და ქალობის ფიცთა გამტეხავებისადმი,რადგან ფიცის გამტეხავები ჯერ ღალატობენ ღმერთსა, მერმე ადამიანს და ბოლოს ერთიანად სამშობლოს...
აბა, როგორ არ უნდა იყო მოსისხლე ასეთთა მიმართ და ზვავივით არ ჩამარხო ერის უპირველეს ღირსებათა მოძულენი?
ბარმაც მთიდან ისწავლა ზვავივით ჩაქოლვა არაადამიანთა და მსხვერპლთშეწირვის საიდუმლონი უღალატობისას.
ჯიხვთა შერკინებისას, უძირო ქარაფის პირას მდგომ ჯიხვს
აზრადაც არ მოუვა ბოლო წამს გამოეცალოს და ადგილზე არ დახვდეს ზევიდან დაშვებულ მორკინალს თუნდაც სიკვდილის ფასად....
არ უღალატებს მორკინალ მოძმეს თვით სამკვიდრო-სასიცოცხლო ომისას და ბოლომდის უღალატო რაინდად დარჩება და არასდროს იკადრებს ზურგში ღალატით მახვილივით რქენას,თუნდაც თანამოძმე მოსისხლის
უფსკრულში გადასაჩეხად.
იმიტომაც, რომ --- ჯიშ-ჯილაგის ერთგულია
სამართლიანად და ბევრ საქმეში ჩაუხედავს ეს
ველურობა ჰგონია და უაზრო სისხლთა ნთხევანი
მსხვერპლთშეწირვისას.
აბა, ცხვრის შეწირვა არა სჯობს ადამიანის გაწირვას სამსხვერპლოდ?
იტყვიან ცხვარმა რაღა დააშავაო --- პირ უტყვმაო და რაზედ მოინადირებენ ჯიხვსაო? განა მგელნი არ ჰყოფნით მტრადაო?
მა ქვა-ღორღი სჭამონ და ბალახნი მთაში საქონელივით?
გაძლებს ბარელი მთაში და გაატანს ზამთარს გაზაფხულამდის უსაქონლოდ და უმატყლოდ?
მარტო პარსოს და წველოს ცხოვარნი და ჩიჩია მგელს აჭამოს?
არ ჰყვარებია მთასა ღალატი და გაუკაცრიელებულა ღალატისაგან...
საიდან დაგვემხობა აწი ზვავნი მთის მცველთა უყოლობით და სად შევაფარებთ თავს ბარის წარღვნისას, თუ არწივთა მართვენის საბუდარნი სრულად მოიშლება?
სადღა დაიზრდებიან უბატონონი და გაუდედლებელნი გოროზნი, გარედან პირქუშნი და შიგნით სიკეთის ცეცხლნით სავსენი და უღალატონი?
განა გარედან კლდეებით და მყინვარებით შემოსილთა გულებში ვულკანივით არა ჩქეფს სითბო და სიყვარული?
ბარის ვულკანი გაგვიგია?
ბარის ძახილზე არ დაშვებულა ზვავივით :მთიელი ბარის
საშველ-სახსნელად?
ყოველთვის!
და ბარი ასულა ზეით მთის საშველად?
შველაა მთის დაცლა და იქიდან წამოსული ხვავის და ბარაქის მადლის გაწყვეტა და დიდი ჭირვობისას მტერთაგან მიუწვდომელ თავშესაფართა მოშლა-რღვევანი და ერთგულ მოყმე-დიაცთა საზრდელ-საბუდართა მოშლანი? აგერ გვყავს მესხი მთიელნი და რა უქმნეს უპატრონობით მთასა
ყოველმხრივ --- სახეზეა დანაშაულნი.
მარტო ჰესებად და სასმელ წყლად უნდათ მთაი და უადამიანოდ?
ეშმაკნი უკაცრიელობის სარგებელს ჭვრეტენ და ტურისტულ ალაფს ისტორიული სიძველეებით ვაჭრობაში?
ტურისტი თუ ტკბება მთის სილამაზით და სიჯანსაღით --- ჩვენა გვნებს და გვაავადებს?
მთის ყოილებზე ლამაზი რა არის?
უკაცრიელში ვისთვისღა იყვავილებენ და იმშვენიერებენ?
მთას უნდა დაუბრუნდეს მთიელი, რადგან ბარელი ვერ იცხოვრებს მთაში და, ვერც მთიელი გაძლებს არწივივით დიდხანს ბარის გალიაში.
სიტყვა აღორძინებასაც აუცხოვებენ, იმდენ რამეს უწოდეს ცრუდ აღორძინება და დამოუკიდებლობა...
არწივის ყივილი და ქათამ მამლის ყივილი ერთია?
მთის წვერზე ციხე-სიმაგრე და ვერტმფრენით სვლა აკრძალულია, თუ არაა რომანტიკული საცხოვრისი და სიმშვიდის ბუნებრივი ტურიზმის მექა ამა ცხოვრების ორომტრიალით დაღლილთა თავშესაფრებად?
გამოქვაბულებში ვერ მოეწყობა უთანამედროვესი წარმოება და საცხოვრისნი შიდა სათბურებით და კომუნიკაციებით?
ბომბეიდან ლონდონამდე თხრიან გვირაბებს და ჩვენ გათხრილებსაც ვერ ვპატრონობთ....
გარეთ პირველქმნილი და ხელუხლებელი ბუნება და კლდეებში მზის მხარეს გამოჭრილი დიდი სარკმელები ადამიან-არწივთა საცხოვრისებით უდიადესი სტრატეგიაა!
თხარე და იყავ წიაღისწულით კვებული!
მიკროკლიმატი, ხელოვნური მინი მზეებით და ათასგვარი სერვისები :გამოქვაბულის ტიპის საცხოვრისებით, სადაც ქვეით გზანი უზარმაზარნია...
***
მარსამდე აქ დაიზრდებიან გვირაბმშენებელნი ---მიწიქვეშეთის სამოთხეთა აღმშენებელნი იდეალური კლიმატით და სერვისების უნარებით მთიელი ფანტომასებივით.
მერე გურჯი რეიკების ცვენაც იქნება ძლევაი საკვირველისაი!
იდეურად --- მიმიქარავს ეშერა...

***
გვირაბს გავთხრით მოსკოვამდე,იმ ტბას გამოვწრუპავთ-გავყიდით უწყლო ახლო აღმ;სავლეთზე და ბოლოს ჩავანგრევთ ქვეიდან და მერე საშენ მასალად გამოვზიდავთ, მერე მივუშვებთ არქტიკულ ყინულ- ოკეანეს და ისევ მოვიხმართ წყალობას...

***
ესეც იაფი და ხარისხიანი დასაქმების გრძელვდიანი პროგრამა მტრების ნერვების ვიოლინოზე ისეთი დინამიური წრიპინით, რომ აქეთ კლასიკურ მუსიკად ვიბრირებდეს და იქეთ ვირთხულ წრიპინად.
ამბობენ ძაან დიდი ვირთხები ბინადრობენ მოსკოვის მეტროს მიწიქვეშეთებშიო და სახინკლედ გამოვიყენებთ მათსავე გამოსაკვებად...
მიწისქვეშეთის ორაყით მთლად ჩვენს ნებაზე ვაბზრიალებთ და ას სტალინს და ბერიას აღვუზრდით მსურველებს...
ჰაი დედასა და დაცემულთა ოხვრასა...რანი ვიყავნით და რანი ვართ იდიოტი თავების გამეფებით....
This post has been edited by triumpi on 29 Aug 2016, 07:30