#48508707 · 4 Aug 2016, 23:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Georgian Hill Climb championship stage 3 საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში მესამე ეტაპი 31 ივლისს სიღნაღში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში მე-3 ეტაპი და კავკასიის თასის გათამაშება აღმართის დაძლევაში მე-2 ეტაპი. რბოლაში მონაწილეობდა 26 ქართული და 6 სომხური ეკიპაჟი. რბოლა გაიმართა ანაგა სიღნაღის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის დისტანცია იყო 5,25 კმ. პირველად საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში, ფედერაციის გადაწყვეტილებით საფუძველი ჩაეყარა ტრასის რეკორდების სისტემას. ფედერაცია გასცემს სპეციალურ სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სტანდარტის შესაბამისად, არის დასტური სარეკორდო დროის დაფიქსირებისა. 2016 წლის 31 ივლისამდე ანაგა სიღნაღის დამაკავშირებელი გზის სარეკორდო დრო იყო 03:35:17, რომელიც ეკუთვნოდა შარშანდელ გამარჯვებულს აბსოლუტურ ჩათვლაში, ლევან კობახიძეს (MITSUBISHI Lancer EVO 4). ამ რბოლაზე დაფიქსირდა ახალი სარეკორდო დრო 03:32:82, რომელიც ეკუთვნის ოთარ თავართქილაძეს (Legends Car); საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: კლასი 1500 1. არჩილ ბიძინაშვილი; 2. ალექსი მარღანია; 3. დავით ჩხიკვიშვილი; კლასი Touring Light 1. არჩილ ბიძინაშვილი; 2. დიმიტრი ქობულია; 3. ალექსი მარღანია; კლასი 3500 1. გიორგი არჯევანიძე; 2. ირაკლი კაკაურიძე; 3. ვლადიმერ კუხიანიძე; კლასი Absolute 1. ოთარ თავართქილაძე; 2. გიორგი არჯევანიძე; 3. შალვა ციხელაშვილი კავკასიის თასის გათამაშების შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: კლასი N1600 1. არჩილ ბიძინაშვილი; 2. ალექსი მარღანია; 3. დავით ჩხიკვიშვილი; კლასი A1600 1. ზურაბ ბეჟაშვილი 2. არტურ არუთუნიანი; 3. ანდრანიკ არუთუნიანი; კლასი N2000 1. დიმიტრი ქობულია; 2. ზუკა ოძელაშვილი; 3. გიორგი კიკნაძე; კლასი N3500 1. გიორგი არჟევანიძე; 2. ირაკლი კაკაურიძე; 3. ვლადიმერ კუხიანიძე; კლასი A3500 1. შალვა ციხელაშვილი; 2. შოთა ბაბილოძე; 3. ირაკლი ლობჟანიძე; კლასი 1600 Absolute 1. ზურაბ ბეჟაშვილი; 2. არჩილ ბიძინაშვილი; 3. არტურ არუთუნიანი; კლასი 2000 Absolute 1. დიმიტრი ქობულია; 2. ზუკა ოძელაშვილი; 3. გიორგი კიკნაძე; კლასი 3500 Absolute 1. გიორგი არჯევანიძე; 2. შალვა ციხელაშვილი; 3. ირაკლი კაკაურიძე; კლასი N Absolute 1. გიორგი არჯევანიძე; 2. ირაკლი კაკაურიძე; 3. ვლადიმერ კუხიანიძე; კლასი A Absolute 1. შალვა ციხელაშვილი; 2. შოთა ბაბილოძე; 3. ირაკლი ლობჟანიძე; კლასი აბსოლუტი 1 ოთარ თავართქილაძე 2. გოგა არჯევანიძე 3. შაკო ციხელაშვილი ამ ლამაზი სანახაობისთვის მადლობას ვუხდით შეჯიბრში მონაწილე ყველა მრბოლელს: მევლუდი მელაძეს ოთარ თავართქილაძეს გიორგი არჯევანიძეს შალვა ციხელაშვილს ირაკლი კაკაურიძეს დავით ხაჩიძეს შოთა ბაბილოძეს ბესარიონ ბოჭორიშვილს ირაკლი ლობჟანიძეს თამაზ კონიაშვილს ბორის საყვარელიძეს ვარდან მკრტიჩიანს ზურაბ ბეჟაშვილს დიმიტრი ქობულიას არტურ არუთუნიანს ალექსი მარღანიას დავით ჩხიკვიშვილს იური მანგასაროვს გიორგი ბიძინაშვილს არსენ მანუკიანს ანდრანიკ არუთუნიანს ზუკა ოძელაშვილს გიორგი კიკნაძეს გიორგი ხაბალაშვილს გიორგი ფირცხალაიშვილს შალვა ოგბაიძეს ედუარდ ეგიანს სერგეი ტანდოევს გიორგი პირიევს ალექსი ბაგრამოვს და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ რბოლებში. მადლობა: ღონისძიების ორგანიზატორს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს; სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას; სიღნაღის პოლიციას; საქართველოს ჩემპიონატის მომავალი რბოლა, მე-4 ეტაპი, გაიმართება ისევ ქ. სიღნაღში, წნორი სიღნაღის დამაკავშირებელ ახალ, აღდგენილ გზაზე მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. კავკასიის თასის შემდგომი, მე-3 ეტაპი გაიმართება სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევნის მახლობლად, ვედიში, 16 ოქტომბერს
ეს კიდე ვიდეოები
.
.
.
.
.
.
--------------------
Power of Dream V TEC The Beauty of All-Wheel Drive
|