#48523467 · 6 Aug 2016, 23:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NDI-ის კვლევის თანახმად, ამომრჩევლეთა 35%-ის არჩევანზე, მნიშვნელოვან გავლენას მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულება მოახდენს... როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს, რომ ამომრჩეველთა აღნიშნული ნაწილი, პარტიებს მხარს არა საარჩევნო პროგრამის, არამედ ეკლესიის გავლენით უჭერს?
- ეკლესიის გავლენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, ჩვენს ღირებულებით სისტემაზე, მაგრამ ჩვენ ვერასდროს შევქმნით ფუნქციონირებად სახელმწიფოს მანამ, სანამ მოქალაქეები თავიანთი პასუხისმგებლობით არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ძალიან ხშირად ჩვენი თანამოქალაქეები პასუხისმგებლობას გაურბიან, როდესაც აცხადებენ რომ ვინმეს რჩევას დაეკითხებიან და ა.შ. პოლიტიკური პროცესი ის სფერო არ არის, სადაც სასულიერო პირის მიერ შეცდომის შენდობა უნდა ხდებოდეს. საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება სხვა სფეროა და მოქალაქემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. ამასვე გვასწავლის ქრისტიანული მოძღვრება. კერძოდ, თავისუფალი არჩევანი ღმერთის მიერ არის ბოძებული. ღმერთმა რაც გიბოძა ადამიანს, არა მგონია, იქ გჭირდებოდეს დამხმარე, ეს ეხება სასულიერო პირსაც. ვკითხავ სასულიერო პირს და ის მირჩევს, ეს არის გაქცევა საკუთარი მოვალეობისგან.
ამეებს იტყვის და მერე უკვირთ რატო არ ევასება უმრავლესობას. არავინ არ თხოვს მონობას ეკლესიურ ადამიანს. აი თვითონ ვის ეკითხება ჭკუას საიტერესოა?
--------------------
აფხაზეთში მცხოვრები ყირგიზელი ჰაკერი
ლაშას მამა გარდაეცვალა და მოგვიანებით გნახავთ
თავისუფლება SPLIYVI-ს
|