#48530241 · 8 Aug 2016, 00:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. „აგენტი მიშა“ - არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია; 2. „აბოიმა თამაზა“ - გრიჟა აქვს; 3. „არკა გია“ - წინა ორი კბილი არ აქვს; 4. „არსენა მზია“ - მარტო მდიდარ კაცებს აძლევს; 5. „ბალღიყლაპია ციცო“ - კახელი მეძავი, კონკრეტული მიმართულებით; 6. „ბერმუდა ლექსო“ - რომ თვრება იკარგება და ვერსად ვერ პოულობენ; 7. „ბოქსიორი ანდრო“ - ხელში რაღაცა აფეთქებია, მტევნები მოუკვეთიათ და მაჯებშეხვეული დადის; 8. „ბუხრის კუკლა ვაჟა“ - შავია და შეუხედავი; 9. „გამაიღე ანზორა“ - ცხრა შვილი ჰყავს; 10. „გერმანია მარო“ - ყველა მეზობელს ეჩხუბა; 11. „გოჩა თამაზა“ - შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბერი გოჩას ვარიანტში); 12. „გუგულა ნოდარა“ - მეზობელ სახლში ყველა მოკვდა და იმ სახლში გადავიდა საცხოვრებლად; 13. „დენტრაულა“ - დაიბადა როცა სტალინის გარდაცვალების გამო იყო „დენ ტრაურა“; 14. „ვალეტი ლევანა“ - წელს ქვემოთ მოჭრილი აქვს ფეხები; 15. „ზიდანა ნათელა“ - თმა გასცვივდა ნახევრად; 16. „ზმეიკა ზურო“ - გულის ოპერაცია გაიკეთა და მკერდზე გრძლად ემჩნევა ნაკერები; 17. „თონე შოთა“ - დიდი ჭიპი აქვს; 18. „თოფილულა გურამა“ - დიდი ცხვირის ნესტოები აქვს; 19. „ილია ინგა“ - წნორელი ბოზია და ოც ლარს იღებს; 20. „კვადრატა“ - მემონტაჟეა, ტელევიზორში მოწმესთვის სახეზე კვადრატის დაფარება დაავიწყდა და ის მოწმე მოკლეს მერე; 21. „კინგ-კონგი მიშა“ - შავია და ბანჯგვლიანი; 22. „ლეგო მალხაზა“ - ისეთ ავარიაში მოჰყვა ძლივს ააწყვეს; 23. „ლუკმა გია“ - ყელზე ის ადამის ვაშლი აქვს; 24. „მაგნიტა ნოდარა“ - ჯართს იბარებს; 25. „მედალა გია“ - წინიდან სხვანაირია უკნიდან სულ სხვანაირი; 26. „მეკვლე ლელა“ - კარგი ფეხები აქვს; 27. „მთელი ლიზიკო“ – 80 წლისაა და გაუთხოვარი; 28. „მიზანა ზაზა“ - ცალი თვალი არ აქვს და დახუჭული აქვს; 29. „მიქელა დალი“ - სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა; 30. „მლაშე ვანო“ - ხუთჯერ იღრჩობოდა ზღვაში და გადარჩა; 31. „მოსამართლე ზურო“ - დედ- მამა სხვადასხვა ადგილას დაკრძალა; 32. „მუმუ ბესო“ - თავისი ძაღლი მოკლა; 33. „ნოე ოთარა“ - სახლში ბევრნაირი ცხოველები და ფრინველები ჰყავს; 34. „ობიანი“ და „ბებერო“ - ნაადრევად გაჭაღარავდა (მამაჩემს ეძახიან ძმაკაცები); 35. „ორმოცა მარინა“ - სახეზე ჭარბთმიანობა აქვს და ორმოცამდე არ იპარსავსო; 36. „ორხელა გოგია“ - იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა; 37. „პატიოსანი ნათია“ - სამი და ჰყავს და სამივე ბოზია; 38. „პატრაყვერა გოგიტა“ - ჯარში არ წამიყვანოთ, პატარა ყვერები მაქვსო კომისარს უთხრა; 39. „პიდარასტი ვიქტორა“ - მის ცოლს სახეზე დიდი წვერი აქვს; 40. „პროქტოლოგა“ - მანქანის მაყუჩების ხელოსანია; 41. „პროჭ - გოგია“ - უხასიეთო, უჟმური კაცია; 42. „რადიო მიშა“ - გარეთ არ გამოდის და სულ სახლიდან გპასუხობს; 43. „რიკულები“ - ძმები არიან, ორივეს ხის ფეხი აქვთ და გვერდიგვერდ რომ დგებიან რიკულები გამოდისო; 44. „სადმოვჯო“ - ტყეში ტუალეტს ეძებდა; 45. „სარკომა“ - შვილია, მამამისს „კიბოს“ ეძახიან; 46. „საღორის ბოძი“ - პატარაა და მსხვილი; 47. „სკვაზნიაკა ეთო“ - ქორწილის ღამეს გამოაგდეს ქალიშვილი არ იყო; 48. „ტურისტი მახოია“ – ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული; 49. „ტყუილად დალი“ – სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა; 50. „უკარება თენგო“ – ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა; 51. „უკრაინა ზვიადა“ - ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან; 52. „ფუკა გელა“ - მეზობელმა ცოლი წაართვა; 53. „ფუჩურა ნიკო“ გინეკოლოგია სიღნაღში; 54. „ქართველი რეზო“ - ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი; 55. „ქრისტე ჯემალა“ - მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა; 56. „შაჰაბასა ვალერა“ - ვენახი გაჩეხა და ლობიო დათესა; 57. „ჩაპლინა“ – ყრუ მუნჯია დაბადებიდან; 58. „ჩარიდუ“ – მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი; 59. „ჩაწეული ვანო“ - ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს; 60. „ცვრიანი კაკო“ - ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა; 61. „ცოტა გივია“ – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს; 62. „ძროხა გია“ - ხორცს არ ჭამს; 63. „წითელქუდა თამაზა“ - ბებიამისი მგელმა შეჭამა; 64. „წმინდა გიორგა“ - თავისი სიდედრი მოკლა ფიწალით; 65. „ხაშლამა ავთო“ - ადუღებულ წყალში ჩავარდა; 66. „ჯეკა მზია“ - ოთხი ტყუპი გააჩინა; 67. „ჰე ბიჭო თამაზა“ - კახელების ზესიძე იმერელია; 68. „ავჩარკა თამარა“ - ავი, მოჩხუბარი ქალია; 69. „აბრეზა ლაშა“ - ძალიან დაბალი ტანისაა; 70. „სტუმრის შაქნილი“ - პატარა ტანისაა და მშობლებს არ გავს; 71. „პერებოი“ - ენა ებმის; 72. „მთელი არ იყავ მერი“ - ქორწილის ღამეს ქალიშვილი არ აღმოჩნდა; 73. „კურდღლის ბუღა“ – 1.55 მეტრია. თავისივე თქმით ქალთან ერთ საათში 5 - ჯერ მეტი ვერ მოასწრო და ნერვიულობს! 74. „არტურა“ - ცოლს საყვარელთან მიატანა (ფიზიკურად ძალიან ძლიერთან) და დიდსულოვნად აპატია. 75. „ტაჰამატა“ - ბალღობაში დაარქვეს პატარა ტანის გამო. 2.07 მეტრი და 170 კილო გაიზარდა. * * * გამოიღე თამაზა და მთელი ლიზიკო მაგარია
|