#48514889 · 5 Aug 2016, 20:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო! საგარანტიო მომსახურებასთან პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ თუ შეძლებთ... არ დაიზაროთ )) პრობლემას რაც შეეხება, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიძინე სმარტფონი Sony Xperia Z3 Compact 3 წლიანი გარანტიით, 1 წელი მომსახურება და ნაწილები უფასოდ, დანარჩენი 2 წელი მხოლოდ მომსახურებაა უფასო და შეკეთების შემთხვევაში ნაწილები ფასიანია. წუნის შემთხვევაში თუ არ კეთდება უნდა გამოცვალონ, თუმცა საგარანტიოზე არ არის მითითებული ეს 1 წელს მოქმედებს თუ მთლიანად 3 წელზე. მოდელი მნიშვნელოვანია რადგან აქვს IP65/68 სერტიფიკატი, რაც ნიშნავს რომ სმარტფონი არის მტვერგამძლე და წყალგამძლე 1,5 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში. 2 დღის წინ შევნიშნე, რომ ეკრანი დაშორდა კორპუსს. დავუკავშირდი მაღაზიას და მათ ლოგიკურად გადამამისამართეს სერვის ცენტრში. მივედი სერვის ცენტრში დაათვალიერეს, სმარტფონი და მეუბნება რომ ამას ახლავე შეაკეთებს, ხელახლა დააწებებს ეკრანს კორპუსზე. მე ვეკითხები, რომ ამ სმარტფონს აქვს IP65/68 სერტიფიკატი და წყალგამძლეობაზე რას მეტყვით და მპასუხობს რომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით შეიძლება შევიდესო, საგარანტიო მაინც არ ვრცელდება წყლის შესვლაზეო. მეთქი ყუთზეც და თქვენს საიტზეც მითითებული არის რომ ეს სმარტფონი არის წყალგამძლე, როცა ვყიდულობდი ყუთი იყო დალუქული და მწარმოებელს ვენდობოდი, ახლა თქვენ რომ შემიკეთოთ რა გარანტია მაქვს ხარისხზე და მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვითო. მაშინ თუ ვერ აკეთებთ წუნდების აქტი მომეცით და ჩამოწერეთ მეთქი და ამას ვერ ვიზამო. ვერ მიმტკიცებენ ჩემს ბრალეულობას დაზიანებაში, საგარანტიო რომ გამიუქმონ. ვეუბნები მომეცით წერილობითი დასკვნა დაზიანების გამომწვევი მიზეზის შესახებ, ან ჩამოწერის აქტი მეთქი და არ ვიცი კონკრეტულად რამ დააზიანაო და რა დაგიწეროო ერთადერთი შეკეთებაა რაც შემიძლია გავაკეთოო, მაგრამ პასუხს არ ვაგებ ხარისხზეო ასე გამოუვიდა. აბა გასაჩივრება მინდა და რა გავასაჩივრო მეთქი... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო არანაირ წერილობით დოკუმენტს არ მაძლევენ... არც მაცია არც მაცხელა დავრეკე 112-ში, ვერ ვამტკიცებდი ჩემს უფლებებს. მოვიდა ეკიპაჯი, ჩაინიშნეს მდგომარეობა, მოკლედ ავუხსენი რაც ზემოთ გაგაცანით, მაგრამ მეუბნება ჩვენ ვერ მოვთხოვთ ვერანაირი დოკუმენტის მოცემას სასამართლოს უნდა მიმართოო... ახლა რა ვქნა...? შეგიძლიათ ერთი-ორი ჭკვიანური აზრი შემაწიოთ?
|