ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია - „თავისუფალი დემოკრატების“ ხედვა
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა და ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა, ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ნარკოპოლიტიკასა და ამ მიმართულებით „თავისუფალი დემოკრატების“ ხედვაზე ისაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაში, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქვეყნის სამართალდამცველებს, ასევე სახელმწიფოს, რომელიც ბოლო ათწლეულებია არასწორ ნარკოპოლიტიკას მიმართავს.
„თავისუფალ დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს.
ამისათვის საჭიროა:
ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა:
• ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია);
• ნარკოტიკების გამსაღებლებისა და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება;
• ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზის განსაზღვრა;
• ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა/ შენახვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დიფერენცირება (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრნსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა).
ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა:
• მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა;
• პროგრამების ფინასური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით;
• სარეაბილიტაციო (ამბულატორული, რეზიდენტური და ასევე კომუნის ტიპის) ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა;
• სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილება თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით.
ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე, მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანსა და რისკებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება’’, - განაცხადა კოკა ფრუიძემ.
http://liberali.ge/news/view/24222/yvela-s...kratebis-khedva ყველაფერი სწორად აქვთ ნათქვამი,მაგრამ არ შეიძლება ამის გაკეთება საქართველოში. ზოგს ლეგალიზაცია ეგონება ეს ყველაფერი.

ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია);
ეს პუნქტი ესე ვერ იმუშავებს.პირველ ჯერზე პატარა ჯარიმა და აღრიცხვა 6 თვე მინიმუმი.თუ ამ პერიოდში ისევ დააკავეს ადამიანი სამმაგი ჯარიმა.ანტინარკოტიკული კლასების მოსმენა იძულებით და მესამეზე ციხე.მაქსიმუმ 6 თვე.
ხო,ეს ყველაფერი ლობაზარია და წინასაარჩევნო მოთხოვნები,დანაპირები..
This post has been edited by lasha1997 on 16 Aug 2016, 04:55