http://identoba.com/2014/01/07/tavshesafari/"იდენტობა" ეძახე შენ და ეს ამბავი თუ მართალია, დედა გვაქვს ნატირები და ეგაა...
რეპორტაჟი კარვების ქალაქიდან:
ნინო ხარშილაძე
ერთი თვის წინ, მაშინ, როცა თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, ყინვისგან კი ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლებამ კეთილ ინება და უსახლკაროებს მოსკოვის გამზირზე კარვები დაუდგა. დღეს იქ 200-მდე უსახლკარო აფარებს თავს. ზოგი გაიქცა და ისევ ქუჩაში არჩია ღამის გათევა; ზოგიც ჯერ კიდევ უძლებს, თავის გაჭირვებასა და ტკივილთან ერთად, სხვებისაც მოისმინოს, დაინახოს და აიტანოს. აქ ბევრმა უფრო უკეთ დაინახა, რა ხელისუფლებაც გვყავს, რა უსუსურები არიან და როგორ შეუძლიათ ჰიპოკრატეს ფიცდადებულ თეთრხალათიანებსაც მათი აბუჩად აგდება-დამცირება.
ის, რომ, იქ ინფექციური და ვირუსული დაავადებები იფეთქებდა ეს მოსალოდნელი იყო. ეს ის მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერი დაავადება ჰქონოდა. ჩაკეტილ სივრცეში მათი ცხოვრება კი დაავადებების გადადებას ერთიორად უწყობს ხელს. ეს ადამიანები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ, მაგრამ სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს.
კარვებში შესულს საშინელი, უსუსურობის განცდა დამეუფლა. განცდა იმისა, როგორ შეუძლია სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელოს თავისი მოქალაქის უფლებები; განცდა იმისა, როგორ შეიძლება საკუთარი ხალხი სიღატაკეში აცხოვროს და იმ ხალხმა ხმა არ ამოიღოს, იმის შიშით, რომ მერე ვაითუ კვამლში გახვეული კარვიდანაც არავინ გამოაგდოს; იმის შიშით, რომ ერთი ფუნთუშისა და ორი კოვზი მაკარონის ლუკმა არავინ გამოგლიჯოს პირიდან; იმის შიშით, რომ ერთი თხელი გადასაფარებლისა და ჭუჭყიანი მატრასის გარეშე მოუწევს ქუჩაში ძილი. თუმცა არიან ისეთნიც ვინც არაფერს ერიდება, ღიად და გულახდილად საუბრობს რა სიტუაციაში უწევთ სიცოცხლის გადარჩენა.
მადლენა ნონიაშვილი: “სახლი წაგვართვეს. 2 შვილი ბავშვთა სახლში მყავს. 2 წელი ქუჩაში გვეძინა. მეუღლე ახლახანს ხეთაგუროვის ბაღში გაიყინა და გარდაიცვალა. ფეხზე ინფექცია შემეჭრა. აქ სხვადასხვა ინფექციებია გავრცელებული. ზოგს ტუბერკულოზი აქვს. მარტო ტაბლეტებს გვაძლევენ. ნემსის გაკეთება, რომ დასჭირდეს ადამიანს, არ უკეთებენ.”
მადლენა ნონიაშვილი: თავშესაფრის მაცხოვრებელი
მადლენა ნონიაშვილი: თავშესაფრის მაცხოვრებელი
ზვიად კვირტია: “სენაკში სახლ-კარი მაქვს, მაგრამ იქ 22 წელია ლტოლვილები ცხოვრობენ და ვერ გამოვყარე. ციხიდან ახლახანს გამოვედი. მის მერე ქუჩაში ვარ. ტუბერკულიოზი მაქვს; გული და სხვა მწვავე ავადმყოფობებიც მაწუხებს. აქ უმეტესობა ტურეკულოზით ავადდება. ბევრს ანთება დაემართა. საავადმყოფოში, რომ გაგვწერონ დაზღვევაა საჭირო, ჩვენ არ გვაქვს. საავადმყოფოში დაწოლა, არც მინდა. ვინც წავიდა, ყველა მოკვდა. ამას წინ 2 კაცი წაიყვანეს ორივე გარდაიცვალა. დღეს დილით, მესამე დაღუპულა.”
ინგა პაპიკიანი: თავშესაფრის მაცხოვრებელი
ინგა პაპიკიანი: თავშესაფრის მაცხოვრებელი
ინგა პაპიკიანი 46 წლის: “3 წელია ქუჩაში ვარ. აქ პატრულმა მომიყვანა. სახლი არ მაქვს ღამეს აეროპორტში ვათევდი. რადიკულიტი მაქვს.”
ხათუნა ჯიბლაძე 31 წლის: “ტყუპ ბიჭებზე ვიყავი ფეხმძიმედ, 31 დეკემბერს აქ მუცელი მომეშალა. 12 საათი საავადმყოფოში გავატარე. საკვერცხეები და საშვილოსნო ამომაჭრეს, ნახევარი ქალი დამტოვეს. მერე ქილებში ჩასმული ჩემი მკვდარი შვილები მაჩვენეს; უსახლკარო გაუბედურებულ ადამიანს, საავადმყოფოში 145 ლარი გადამახდევინეს. ვითომ ხალხს პატივს ცემენ და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მომაკვდავი ნახევარი ქალი დამტოვეს და აი, რა წამალი მომცეს. ეს ორი კაპსულა მიშველის?!. ამას არც დავლევ და აგერ თქვენს თვალწინ “ფეჩში” შევწვავ. ვენიდან და საშვილოსნოდან ნაპორით სისხლი გამდიოდა; ჩემი გატოკება არ შეიძლებოდა, საავადმყოფოდან ფეხით მარბენინეს კილომეტრები. ეს ხალხის მასხრად აგდებაა. აქ ხალხი ცუდად, რომ ხდება და საავადმყოფოებში მიყავთ, იქიდან მკვდრები მოყავთ. არა ერთი და ორი _ ბევრი. აი ხელისუფლება?!.
ხათუნა ჯიბლაძე: თავშესაფრის მაცხოვრებელი
ხათუნა ჯიბლაძე: თავშესაფრის მაცხოვრებელი
“მაკარონი” და “ვერმიშელი” ხალხის კვება გგონიათ?!. შეშის ღუმელში ყველა ნახვრეტიდან ბოლი, რომ გადის და ხალხს წყნარად სუნთქვა არ შეუძლია, ესაა დახმარება?!. რაც აქ ხდება ეს ხალხის დამცირება და შეურაცხყოფაა. ამ პლასტმასზე ხალხს მაკარონს და ვერმიშელს აჭმევენ. წავიდეს ივანიშვილი და დედამისს აჭამოს ამ “თეფშზე”. ეს გაიძვერა, არაკაცი. ჩვენმა პრეზიდენტმა თავის ცოლს წაუღოს და იმას აჭამოს ეს ბალანდა. ამაზე კარგი საჭმელი, ხალხს ციხეში აქვს. საავადმყოფოში 5 მიყავთ, უყურადღებობით და უპატრონობით ხუთივე იქ კვდება.ესენი ამას ვერ ამბობენ ეშინიათ. საპირფარეშოც მიბინძურებულია. სირცხვილი ივანიშვილს და დღევანდელ პრეზიდენტს, ამ ასაკის ბავშვებს, ასეთ დღეში რომ ამყოფებს. ამ ბავშვს საპირფარეშოში ცხვირი ვერ შეუყვია, 200 კაცზე 4 საპირფარეშოა. რიგი დგას და გაბინძურებულია იქაურობა. ჩემი შვილები მე აქ ჩავხოცე ნახევარი ქალი დამტოვეს და 4 ტაბლეტი მომცეს. ეს ხალხის მასხრად აგდებაა.”
დიმიტრი ბედიანაშვილი: თავშესაფრის მაცხოვრებელი. 90 წლის
დიმიტრი ბედიანაშვილი: თავშესაფრის მაცხოვრებელი. 90 წლის
დიმიტრი ბედიანაშვილი 90 წლის. (გარდაბნის რაიონი სოფელი მარტყოფიდან): “შარდის ბუშტის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და კათეტერი მიდგას. ომის ინვალიდი ვარ. რაიონიდან წამოვედი დიდუბეში ჰოსპიტალში, ორი ჯოხით დავდივარ. ისე ცუდად ვიყავი ჯოხების დაკავების თავიც არმქონდა. გონდაკარგული 3 დღე საავადმყოფოში ვიწექი. საავადმყოფოდან აქ მომიყვანეს. კათეტერი ცუდად ჩამიყენეს. შარდი გამდის, ჩამბალი ვარ და ვინაა პატრონი.”სტეფანე ფიცხელაური, 41 წლის: “1989 წელს ორჯონიკიძედან ქალაქ ვლადიკავკაზიდან ჩამომიყვანეს. ბინა კოსტავს ფონდმა მომცა. ზვიად გამსახურდია რომ გააქციეს, ის ბინა ისევ ფონდმა წაიღო. მას მერე ბერძნის ბინაში ქირით ვცხოვრობდი. ახლა ის ბერძენი ჩამოვიდა და ქუჩაში დავრჩი. ერთი ადამიანი ცუდად, რომ გახდა და მე-5 საავადმყოფოში წაიყვანეს, გავყევი. ძალიან ვიჩხუბე. ექიმები ამბობდნენ ბომჟები არიან, კარვებში ცხოვრობენო და ყურადღებას არ აქცევდნენ. გადავწყვიტე ბერად აღვიკვეცო. ამ ქვეყანაში თუ პატრონი არ გყავს ვერაფერს მიაღწევ; მეეზოვედაც, ვერ იშოვი ადგილს, იქაც ნათესავი გჭირდება.”
ნონა სანიკიძე 75 წლის ქობულეთიდან. “14 დეკემბერს მოვედი. სამი წლის წინ 55 წლის შვილი დავასაფლავე. რამდენჯერ ზღვიდან ამომიყვანეს, თავს ვიხრჩობდი. ილია მეორესთან ჩამოვედი, მინდა დედათა მონასტერში გამიშვას. საპატრიარქოში მითხრეს რიგში უნდა ჩადგე და როდის მოხვდები არ ვიცითო, პატრიარქი ხალხს არ ღებულბსო. მინდა ვინმემ მიშუამდგომლოს, რომ პატრიარქს შევხვდე. ცუდად რომ გავხდი, სასწრაფომ აქ მომიყვანა.”
ნატო ჯანაშვილი: “ქირით ვცხოვრობდი ქირა, რომ ვერ გადავიხადე ბინის პატრონმა თოვლში გარეთ გამომაგდო. ხელი მაქვს მოტეხილი. არასამთავრობომ მომიყვანა. აქ ერთ ადიელაში გათბები?!. ჯანმრთელი შემოვედი და ახლა იცით რა ცუდად ვარ?! წამალი ჩვენთვის არ არის და ნემსი, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს. სად წავიდე?!. ჩვენს კარავში ქალია, რომელიც ქვეშ ისვრის და ტიტველია. ნახეთ რა დღეშია. ეს უბედური აქ ყავთ. ეს საქმეა?!. ასეთ ავადმყოფს და მოსავლელს აქ რა უნდა. ან ის საჭმელი გვეყოფა. დილით ბულკი და პატარა კარაქი, ერთი ნაჭერი ყველი ან ერთი სოსისია. 12-ზე გვაჭმევენ და საღამოს 7 საათამდე მშიერი ვართ. თავიდან სამჯერ გვაჭმევდნენ ახლა ორჯერ. რამე საყვედურს, რომ გამოვთქვამთ გვეუბნებიან ღორები ხართ ვერ ძღებითო.”2014-01-06-045
მაყვალა გულისაშვილი 65 წლის. “ 21 წლისას ქმარი, რომ მომიკვდა, მაზლებმა მითხრეს, წადი გათხოვდიო. მის მერე ქირით ვცხოვრობ.46 წლის გოგო მყავს. მარტო ჩემი ფული უნდა. ჯვრებს და სამაჯურებს ვყიდი. 2 წელია 50 ლარს მაჭრიან პენსიაზე. მეზობელმა წამოყვანა მოტყუებით ხელი მომაწერინა, კრედიტი გამოიტანა და მისი დაფარვა ახლა მე მიწევს. ვაგზალზე 2 ლარიან ღამისგასათევი მქონდა, იმის გადახდაც, რომ ვეღარ შევძელი, 24 დღეა კარავში ვარ, აქ უფრო გართულდა ჩემი მდგომარეობა. ასთმიანი ვარ; ვერ ვსუნთქავ. ჩასასუნთქი მინდა, ვეხვეწები და არ მაძლევენ. ჩვენს კარავში 57 წლის ქალია ფსიქიატრიულიდან მოიყვანეს. არც ჭამს, არც სვავს, ასე გაუბედურებული წევს. ღამე ჩხუბობს, ვიღაცეებს ეჩხუბება და არ გვაძინებს. დღე სძინავს. იმასაც ამბობენ მალე აქაურობა უნდა დაცალოთო, სად წავიდეთ.?!”
2014-01-06-051აი, ასეთია ის მწარე რეალობა, სადაც ამ ადამიანებს უწევთ სიცოცხლის შენარჩუნება. რამდენიმე კარავში შესვლა ფიზიკურად, ვერ შევძელი. იქ სუნთქვა შეუძლებელი იყო და ცხვირი შევყავი თუ არა საშინელი სპაზმი დამეწყო. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანთან გასაუბრებაც ვერ მოხერხდა. ზოგი მათგანი ისეა დაუძლურებული საუბარიც აღარ შეუძლია. გარეთ გამოსულს განსხვავებული ფერის კარავი დავინახე. როგორც იქ მცხოვრებლებმა ამიხსნეს, ამ კარავში ე.წ. კარანტინია. ინფექციური ავადმყოფებისთვის არის განკუთვნილი, ახლა იქ სამი ადამიანია, ორს მუნი აქვს და ერთს ტილიო.
This post has been edited by chombe on 9 Jan 2014, 16:55