დღეს ბავშვისთვის დრონის საყიდლად წავედი სათამაშოების მაღაზიებში, მოვიარე საბურთალო და მერე ვაკეში გავიარე, ყოველი შემთხვევისთვის ეპლის მაღაზიებშიც შევიარე, რადგან მაინტერესებდა შემთხვევით ახლადგამოშვებული ეპლის დრონი ხო არა ჰქონდათ გასაყიდი. აიფონპლიუსში მსგავსი არაფერი იყო, მერე აიტექნიკში შევედი და დრონი რომ ვიკითხე, კონსულტანტმა გოგონამ დიდი სერიუზოლობით მითხრა: დრონები არა გვაქვს, ეპლი დრონებს არ უშვებსო, მე კი ვუთხარი: უკვე გამოუშვა გენაცვალე , ცოტათი დროს ჩამორჩით მეთქი და მერე ვიტრინებს გადავავლე თვალი, ჩემდა გასაოცრად ბორბლებიანი დრონი შევამჩნიე და ვკითხე აბა ეს რა არის მეთქი? ხო ეს დრონია მაგრამ ეპლის არ არისო, რა ღირს მეთქი და 450ლარიო. მერე პიქსელში ავედი მოპირდაპირე მხარეს, გზის გადასწვრივ და იქ არსებული სათამაშოების მაღაზიები მოვიარე, ამაო ძებნის შემდეგ ისევ აიტექნიკის მაღაზიაში შევედი პიქსელის პირველ სართულზე რო არის, და ისევ ისეთი დრონი დავინახე გზის მეორე მხარეს არსებულ მაღაზიაში რო ვნახე პირველად, აქაც ვიკითხე ფასი ყოველი შემთხვევისთვის და 500 ლარიო, მომახალა ახალგაზრდა ბიჭმა.
* * *
ერთმანეთისაგან 50 მეტრით დაშორებულ ერთი და იგივე ე.წ. ბრენდულ მაღაზიაში ერთი და იგივე პროდუქციის ფასი 50 ლარით განსხვავდებოდა.
სახლში რომ დავბრუნდი ინტერენეტში ვცადე მსგავსი დრონის პოვნა და ჰოი
საოცრებავ ამაზონზე ვიპოვე 29.99$-ად.
https://www.amazon.com/dp/B00QSFM5O0?psc=1500 ლარი დოლარში გადავიყვანე და 217$ მივიღე
დაახლოებით 7-ჯერ მეტი ფასი გამოვიდა.
რას დაარქმევდით ამ ყოველივეს?