ზოროასტრიული, მზის კალედარული სისტემა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ბევრი საინტერესო ინფრმაციის მოწოდება შეუძლია დღესაც. ამკალენდარული სისტემის შემადგენელი ნაწილებია:
1. 32 წლიანი ციკლი, რომელშიც თითოეული წელიწადი რომელიმე ტოტემურ/წმიდა ცხოველს ეძღვნება და წლის (ასევე ამ წელიწადში დაბადებული ადამიანის) თვისებები გამომდინარეობს ამ შესაბამისობიდან.
2. 12 თვე მზის წელიწადში, რომელთაგან თითოეული ეძღვნება ერთ-ერთ წმნიდა ქმნილებას, ეზიდს (თაყვანისცემის ღირსს) და ამ შესაბამისობიდან გამომდინარეობს მისი თვისებები
3. 30 მზის დღე თითოეულ თვეში, რომელიც შეესაბამება როგორც ღვთაებებს, ისე ტოტემურ ცხოველებს და თვისებეიც შესაბამისად ვრცელდება ამ დღეებზე.
ის თუ მზის რომელ დღეს (თვეს, წელიწადს) არის დაბადებული ესა თუ ის ადამიანი ადვილად შეგვიძლია შევიტყოთ Zet-ის საშუალებით.
სინასტრიის მეთოდ, რომელაც გვთავაზობს ეს კალენდარული სისტემა ეფუძნება 2 ადამიანის დაბადების მზის დღეების ნომრებს შორის სხვაობას. ეს განსხვავება მაქსიმუმ 15 დღე შეიძლება იყოს და შესაბამისად არსებობს სინასტრიის 16 ტიპი (ემატება - 1 როცა განსხვავა დღეებს შორის არის 0, ანუ როცა ერთი და იგივე მზის დღესაა დაბადებული 2 ადამიანი).
1. ± 0 დღე - ”საკურთხეველი, სამსხვერპლო”
საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, მუდმივად საჭიროა ცეცხლის შენარჩუნება ამ სამზხვერპლოზე რაც ადამიანებისაგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს და მხოლოდ ამაზეა დაფუძნებული ეს ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევასი ურთიერთობებისაგან მხოლოდ ნაცარი დარჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახოფათო კავშირია, შესაძლოა რომელიმე პარტნიორი მეორეს ხარჯზე ახდენდეს თვითდამკვიდრებას. ერთი და იგივე მზის დღეს დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა გათამაშდეს ”ორეულის მისტერია” - ადამიანები ერთმანეთში ხედავენ საკუთარ სარკულ ანარეკლს და თუ ისინი ერთმანეთს ვერ უგეებ და სულაც ვერ იტანენ, ეს აშკარა მითითებაა იმაზე, რომ მათ საკუთარი ეგოიზმისა და ნაკლოვანებეის დანახვა არ სურთ.
2. ± 1 დღე - ”ბაგირის გადაქაჩვ” ან ”ჯიუტი თხები ხიდზე”
კავშირი საკმაოდ რთულია თუმცა მაინც შესაძლბელია თუ პარტნიორები თანასწორობის პრინციპს დაიცავენ. ურთიერთ ქიშპი და ჯიბრი, თითოეული ხისტად იცავს საკუთარ პოზიციას და რაფერს უთმობს მეორეს. ერთმანეთის შემაფერხებელ მიზეზებად შეიძლება იქცნენ. ხშირია პროვოცირება და გაუმართლებელი სიჯიუტის გამოვლინება. ასეთი ურთიერთობების ყველაზე უარესი ვარიანტია მარტოობა ერთმანეთის გვერდით. მზის დღეების ასეთი შესაბაისობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა და ხელს უწყობს ხ ვ ა რ ნ ი ს (ხვარნა-ღვთაებრივი მადლი, ქარიზმა ზოროასტრიულ სწავლებაში) წართმევას. პარტნიორები ან უნდა დასცილდნენ ერთმანეთს ან ერთ-ერთმა უნდა დათმოს, გაიღოს მსხვერპლი. დათმობაზე წასვლა მართევს იმას ვინც ერთი დღით ადრეა დაბადებული.
3. ± 2 დღე - ”სტიქიური სულების ცეკვა” ან ”პეპელა ცეცხლის ალზე”
ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმა. ადამიანების ასეთი სინასტრიის დროს იოლად უკავშირდებიან ერთმანეთს და ასევე იოლად სცილდებიან ერთმანეთს. ურთიერთობებში მათ არ ტოვებთ თავისუფლების განცდა. კარგია მსუბუქი ფლირტებისათვის და დროებით თანამშრომლობისათვის. უფრო სერიოზული და სიღრმისეული ურთიერთობებისათვის არ ვარგა.
4. ± 3 დღე - ”ხმალთაკვეთება”
სინასტრიის ეს ფორმა მოქმედებს მხოლოდ იმ ადამიანებში რომლებიც სულიერი განვითარების გზას დაადგნენ. კავშირის უკიდურესად დაძაბულია და სავსეა აგრესიით რომელიც თავის მხრივ ექტრემალრ სიტუაციებს იზიდავს. ურთიერთობებში ყოველთვის არის პაექრობა, ბრძოლა ლიდერობისათვის. თანამშრომლოა შესაძლებელია, მხოლოდ ჩხუბის შემდეგ. სინასტრიის ეს ფორმა კარგია იმ ადამიანებისათვის, რომელბიც რაღაც საერთო საქმისათვის იბრძვიან.
5. ± 4 დღე - ”ვარა - მაგიური კვადრატი” ან ”დროის დინება”
ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეთავსება, განაწყობს სერიოზული და გრძელვადიანი კავშირისათვის. იქმნება ურთიერთ დაცვის ენერგია, ურთიერთდახმარება, კონფლიქტური სიტუაციების განეიტრალება. შეთავსების ეს ტიპი კარგია თანამშროლებისათვის, მაგრამ არც ისე ხელსაყრელია ცოლ-ქმრული კავშირისთვის ვინაიდან სტაბილურმა ერთფეროვნებამ შესაძლოა მოწყენილობა და დარდი აღმოაცენოს პარტნიორებში. ერთი სქესის ადამიენბს შორის კავშირისათვის (არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება აქ გეი კავშირი) შეთავსების ეს ფორმა იდეალურია - სრული ურთიერთგაგება, სოლიდრულობა.
რატომღაც,
შეთავსების ეს ფორმა არ არის კარგი უფროსი-ხელქვეითის და ექიმი-პაციენტის შემთხვევაში.
6. ± 5 დღე - ”კოშკი” ან ”ტაძრის მშენებლობა”
ურთიერთობის კარგი ფორმაა. იძლევა მტკიცე და ურყევ კაშირს, ურთიერთ პატივისცემას, ურთიერთობების მკაფიო რეგლამეტაციას, საერთო მიზნებისა და ვალდებულებების გაცნობიერებას. თუ ასეთი თავსებადობით 2 ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირდა მათ შესაძლოა შექმნა კლანი. ასეთი შეთავსება ვერ იტანს ინფანტილურობას და როგორც წესი ყალიბდება მოწიფულ ასაკში და მხოლოს სერიოზულ ადამიანებს შორის. ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობებისათვის, კომპანიონობისათვის.
7. ± 6 დღე - ”ვარდის ბუჩქი”
ურთიერთობის ორმაგი ფორმა: ერთის მხრივ არის მიზუდულობა, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის, მეორეს მხრივ კი არაპროგნოზირებადი სიტუაციები - ”ვარდის ბუჩქი” შესაძლოა ეკლიანი აღმოჩნდეს. ურთიერთობებში შიეძლება იყოს გარეგნული სიმშვიდე და სინაზე, რომლის უკან არაგულწრფელობა და არაკეთილგანწყობილება იმალება. როგორც წესი ურთიერთობების დასაწყისი ძალიან, კარგია, ზედმეტადაც კი თუმცა შედეგად მოაქვს სიცრუე, მოხიბვლა და ურთიერთობების სამწუხარო დასასრული. ასეთი შეთავსების დროს, ქალსა და კაცს შორის ურთიერობებში არ, ღირს გრძელვადიან კავშირზე ”სტავკის” გაკეთება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეტავსების ამ ფომრამა შეიძლება განაპირობოს ვამპირიზმიდა გაუცნობიერებელი პარაზიტირება. ვაპირი და პარაზიტი ხდება ის ვისაც უფრო აქვს გამოხატული ა ნ ტ ი ხ ვ ა რ ნ ი ს (ხვარნას საპირისპირო ცნება, ბოროტი სულის გამოვლინება) თვისებები.
შეთავსება ”ვარდის ბუჩქი” ხელსაყრელია მხოლოდ 2 ხვარნის მატარებელი ადამიანისათვის და ამის მიუხედავადაც კი მათ არ უნდა იმოქმდონს ერთმანეთთან შეთანხმებულად. ასეთ კავშირის მქონე ადამინებისათვის საუკეთესო ვარიანტია მიღწეული წარმატებებით ერთობლოვად ტკობა, გართობა, დროსტარება.
8. ± 7 დღე - ”მაგიური თილისმა”
ურთიერთქმდების ყველაზე უფრო უცნაური და იდუმალი ფორმას აყალიბებს ეს მიმართება. ქმნის ფატალურ მიზიდულობას საბედისწერო სიყვარულს. ხალხი რომელთაც ”მაგიური თილისმა” გამოსდით მზის დღეების ურთიერთმიმართებაში რთმანეთს გვერდ ვერ ჩაულიან, მათ შორის აუცილებლად გაჩნდება ძლიერი მიზიდულობა. მათი კავშირი ყოველთვის მტკიცეა. ურთიერთობის ეს მაგიური ფორმა ყოველთვის გულისხმობს რაღაც განსხავებული, უცნაური რომანტიკის და ამასთან რაღაც საიდუმლოს არსებობას. ეს ძალიან კარგი შესაბამისობაა ფარული სასიყვარულო კავშირებისათვის. შესაძლებელია სულიერ ფაქტორზე დაფუძნებული ქორწინებაც. ასეთი შეთავსება ძალიან კარგია სულიერი ევოლუციის გზაზე მყოფი პარტნიორებისათვის, თუმცა ამ კავშირში ყოველთვის იქნება რაღც იდუმალება, უდობლობა, ეჭვიანობა. საქმიანი ურთიერთობებისათვის ეს შეტავსება არც ისე კარგია თუ საქმე საიდუმლო ორაგანიზაციას არ ეხება.
9. ± 8 დღე - ”კომპასის ვარდი” (ქარების ვარდი).
დიდებული შეთავსებაა, რომელიც ხელს უწყობს სულიერ ზრდას. ის განსაკუთრებით ხელსაყრელია მოსწავლე-მასწავლებლის ტიპის ურთიერთობებისათვის. ასეთ კავშირში მყოფი ადამინების ურთიერთობაში ყოვლეთვის არის ძიებისა და განახლების სურვილი. ამ ურთიერთობებში ერთი პარტნიორი აუცილებლად წინამძღოლი, მსაწვალებელია, ოღონდ ამასთანავე საჭიროა, რომ პარტნირებს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები უბრალოდ ვერ შეამჩნევენ ერთმანეთს. ვნაიდან შეთავსების ეს ტიპი გულისხმობს ურთიერთობებში დიდი თავისულების არსებობას, იგი განსაკუთრების ხელსაყრელია სხვადასხვა ქალაქებში/ქვეყნებჩი მცხოვრები ადამიანებისათვის. ქორწინებისათვის ეს შეთავსება არახელსაყრელია ვინაიდან ამ სინასტრიით დაკავშირებული ადამინებისათვის მუდმივი ახლო კონტაქტი არ შეიძლება. ოჯახური ცხოვრებისათვის ეს შეთავსება უვარგისია, სამაგიეროთ მშვენიერია შემთხვევითი კავშირებისათვის, ერთობლივი მოგზაურობეისათვის, მივლინებეისათვის, საკურორტო რომანებისათვის.
10. ± 9 დღე - ”ხვარნის ჩახშობა”
ყველაზე ცუდი, მძიმე და ფატალური შეთავსება. ასეთი სინასტრიით განსაზღვრულ ურთერთობაში ერთი ადამიანი ყოველთვის თრგუნავს, ხელს უშლის მეორეს შესაძლებლობებისა და ტალატების გამოვლენას. თავასითავად ორვე ადამიანი თავის ხვარნით შესძლოა ძალიან კარგებიც იყვნენ მაგრამ რეზონანსში, ± 9 დღიანი სხვაობის მქონე ადამიანები ქმნიან ისეთ ველს რონელიც იზიდევას დემონებს. ისე რომ ვერც კი გააცნობიერებს, ერთი მათგანი პარაზიტირებას ეწევა. ისნი პროვიცირებას უკეთებენ ერთმანეთს და ავლენენ საკუთარი ნატურის ყველაზე უარყოფითი თვისებებს, განსაკუთრებით თუ დაბადება მოხდა კრიტიკულ მზის დღეებში (მე-4; მე-13; მე-17; 28-ე).
ცოლ-ქმრული ურთიერთობა ასეთი შეთავსებისა ძალზედ რთული და დრამატულია, განსაკუთრებით თუ ადამიანი შემოქმედებითი და არაორდინალურია. ასეთი კავშრის დროს ყოველთვის ხდება ანტიხვარნის გამოვლენა, ამდენად ის ერთგვარი საცდელი და სატესტო კავშირიცაა.
11. ± 10 დღე - ”ოქროს სამკუთხედი”
ყვეალაზე ჰარმონიული ურთიერთკავშირი. ასეთი შეთავსების მქონე ადამიანები, ერთად ყოფნისას ქმნიან ჰარმონიისა და ერთმანეთის დაცვის ველს. ეს კავშიში მყოფი ადამიანები ხელს უწყობენს ერთმანეთში საუკეთესო თვისებების გამოვლენას. შესანიშნავი სინასტრიაა სიყვარულისათვის და მტკიცე, საიმედო ოჯახის შესაქმენად, ოჯახისა რომელში არის ურთიერთგაგება, ერთმანეთის მხარდაჭერა და შემოქმედებითი თანასწორობა. განსაკუთრებით ხელსაყრელია ეს შეთავსება შემოქმედებითი ადამიანებისათვის. ნიჭიერმა და მაღალი დონის პროფესიონალმა ადამიანებმა სწორედ ამ სინასტრიის მიხედვით უნდა შეარჩიან პარტნიორები.
12. ± 11 დღე - ”ქვიში საათი”
ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზაკვრული, წინააღმდეგობრივი და მძიმე ურთიერთკავშირი.
ერთად ყოფნა ადამიანებს ძალიან ჭირთ, ცდილობენ ერთიერთობის დალაგებას მაგრამ ყველა ძალისხმევა უშედეგოდ ქრება. ეს შეთავსება ქმნის გაჭიანურებულ, უცნაურ კვაშირს რომლის შედეგია ის რომ ადამიენები ვერც ეშვებიან ერთმანეთ და ამასთანვე ერთად ცხოვრებაც არ შეუძლიათ. მათ შორის არ არის ურთიერთგაგება, ვერ პოულობენ საერთო ენას დრო კი მიდის და იკარგება როგორც ქვიშა საათში. როგორც წესი, ასეთ კავში მცხოვრები ადამიანები არ აფასებენ დადებითსა და კარგს ურთიერთიერთობებში, ხოლო როცა სცილდებიან ერთმანეთ მერე ნანობენ ამას.
13. ± 12 დღე - ”მფრინავი ეტლი”
ძალიან კეთილისმყოფელი კავშირია. ყოველთვის მიჰყავს ადამინები სულიერი განვითარებისკენ, ამაღლებისკენ. ასაჩუქრებს მფარველობითა და წარმატებებით (იღბალით). მაგრამ სამწუხაროდ ეს კავშირი არ არის გრძელვადიან პერიოდში სიცოცხლისუნარიანი. ეს კავშირი დაფუძნებულია ურთიერთ პატივისცემაზე. თუ არც ერთი არ იკადრებს ტყუილს, ყველაფერი კარგად წარმართება და ადამიანები იქნებიან ბედნიერები. მაგრამ საკმარიასი რომ ერთი მათგანი შეცდეს - ყველაფერი დაინგრევა და დაიშლება. არ შეიძლება ასეთი შეთავსების მქონე კავშირში ეშმაკობის, ტყულისა და სიყალბის დაშვება. ასქმიანი ურთიერთობებიათვისაც ასევე კარგია ეს შეთავზება, ოღონდ პირველ ტყუილამდე. ±12 დღიანი განსხვავება იძლევა მრაველფეროვან, მრავალვარიანტულ ურთიერთობას რომელიც იმავდროულად არადგრადი და მყიფეა.
ყველაფერი დამოკიდებულია პირველ კონტაქტზე. თუ პირვლი შეხვედრის დროს ადამიანებს კონფლიქტი მოუვათ ეს ემოციონალური განწყობა მთელ მათ ურთიერთობას დაასვამს კვალს და კარგი აღარაფერი გამოვა.
14. ± 13 დღე - ”ლაბირინთში ხეტიალი”
ძალიან რთული შეთავსებაა. მუდმივი ძიება, შეცდმები, მცდარი წარმოდგენები, ურთიერთ ბრალდებები და გაუგებრობები. ადამიანები საკუთარ თავში ვერ ერკვევიან და ამის გამო ბევრს კარგავენ. პარტნიორებში ეძებენ და პოულობენ ისეთ რამეს, რაც მათ სიანმდვილეში არ ახასიათებთ. ადადებითად ამ შეთავსებამ შეიძლება იმუშაოს მხოლოდ ოჯახურ ურთიერთობებში და ისიც იმ პირობით რომ პარტნიორებს არაფერი განსაკუთრებული არ სურთ. ასეთი ქორწინება წლების განმავლობაში სულ უფრო მტკიცე ხდება და თუ ურთიერთობების დასაწყისში იყო კიდეც კონფლიქტები და უსიამავნებები, დროთა განამვლობაში ყველაფერი დალაგდბა და ადამიანები აღწვენ ურთიერთაგებას. მაგრამ რომელიმე მათგანი შეეცდება ურთიერთობებში რაიმეს შეცვლას მაშინვე იწყება ყველაფრის ნგრევა, ხდება ნეგატიური მოვლენების მოზიდვა და ყველა ეს ნეგაივი იმის კისერზე გადაწყდებევა ვინც ცვლილებების ინიციატორი იყო. სხვა, არაოჯახური ურთიერთობებისათვის ეს შეთავსება არ არის კარგი ვინაიდან მოაქვს ქაოსი.
15. ± 14 დღე - ”აყვავებული მდელო”
ეს შეთავსება ძალიან კარგ კავშირს იძლევა, განსაკუთრებით ქორწინებისათვის. ადამაიანები ქმნიან მოდუნების და დასვენების ატმოფეროს, ნებისმიერ დაპირისპირებების და მწვავე სიტუაციების ნეიტრალოზება ხდება. ასეთ კავშირს ხშირად მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა. ხელსაყრელია გწონასწორებული და ჰარმონიული პიროვნებებისათვის.
16. ± 15 დღე - ”სარკე” ან ”ჩანაცვლება/შეცვლა”
რთული მაგრამ შესაძლებელი კავშირია. იძლევა შესაძლებლობას გვერდინან შეხედო საკუთარ თავს, ვინაიდან პარტნიორი მუდმივად ნაკლოვანებებზე მიანიშნებს. ასეთი ურთიერთობებს გარკვეული დრო ჭორდება იმისათვის რომ ადამიანები ერთმანეთს შეეგუონ ( გურჯიევის ხახუნის მეთოდი), რის შემდეგაც ეს კავშირი ხდება მდგრადი და ჩამოყალიბებული. ასეთ კავშირში ადამინები ერთმანეთს თავისუფალი განვითარების საშუალებას აძლევენ. ერთადერთი გამონაკლისია მე-13 და 28-ე მზის დღეების შეთავსების შემთხვევა (ორივე კრიტიკულ დღედ ითვლება), რომელიც ”შავი დერეფნის დღეების” სახელს ატარებს. სხვა დანარჩენს შემთხვევაში შეთავსება ძალიან მაგიური ძალის მატარებელია. მაგრამ თუ პარტნიორებს არ შეუძლიათ ეგოიზმის დაძევა და ერთმანთისათვისათვის საკუთარი თავის მიძღვნა მოსალოდნელია სრული გრევა და ანიჰილაცია.
ახლა ვნახოთ პრაქტიკული მაგალითები თუ როგორ უნდა დავადგინოთ 2 ადამიანს შორის მზის დღეების ურთიერთმიმართება.
პირველ ცდიპირებად ავიღოთ
woman_ - მზის მე-16 დღე და
folkman - მზის მე-11 დღე. 16-11=5 ე.ი. პირდაპირ ვეძებთ შეთავსებას ± 5 დღე
მეორე მაგალითის ცდისპირებად ავიღოთ
Unico - მზის 28-ე დღე და
Escapist- მზის მე-6 დღე. 28-6=22, ვინაიდან 22 აღემატება 15-ს (გავიხსენოთ რომ განსხვავება არ უნდა იყოს 15-ზე მეტი) მოგვიწევს დამატებითი არითმეტიკული ოპერაციის ჩატარება 30-22=8 და ე.ი. ვნახულობთ შეთავსებას ± 8 დღე.
აბა ჰე, წარმტებები