ხშირად გექნებათ ნანახი, რომ 8-15 (და ზოგჯერ ამაზე ნაკლები) წლის ბავშვებსაც და მოზარდებსაც ხშირად იყენებენ პოლიტიკური პარტიები თავის პოლიტიკურ ღონისძიებებში, განსაკუთრებით საარჩევნო ხასიათისაში, არადა ამ ასაკში ადამიანი, ცხადია, ვერანაირად ვერ ათვითცნობიერებს, თუ რას ემსახურება მისი ამ სახის და ხასიათის აქტივობები, რაც პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულიცაა მის მიმართ ყველაფერ ამის დამგეგმავთა და ორგანიზატორთა მხრიდან...
არ შეიძლება მცირე- და არასრულ- წლოვანი (ასაკის გამო საარჩევნო უფლების არმქონე) პირთა გამოყენება პოლიტპარტიული ინტერესებისათვის, ესაა მათი თავისუფალი განვითარებისთვის ხელის შეშლა და ასეთ პირთა ასაკშესაბამისი უფლებების აშკარა იგნორირება და შელახვა, საამისოდ სსკ-ში მუხლებიცაა, მარა არავინ აქცევს ამას ყურადღებას, ვინაიდან ყველა მოქმედი ხელისუფლებებიც ფართოდ იყენებენ ხოლმე ამ ადამიანურ რესურსებს თავისი პოლიტინტერესებისათვის (მათ შორის ძალზედ ვიწრომერკანტილური პარტიული ინტერესებისთვისაც)...
დასავლეთში (მყარად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ დასავლეთში) ასეთ შემთხვევებს ვერ წააწყდები პრაქტიკულად, ჩვენთან კი ეს ყოველ ნაბიჯზე ხდება და ამის ფესვები უფრო ტოტალიტარული სახელმწიფოებრივი წყობილებებიდან მოდის, როცა სუსურუკუელ მეხუთე კლასელებსაც კი აგზავნინებდნენ სასწრაფო დეპეშა-ტელეგრამას რეიგანის სახელზე დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ჯონათან პელტიერიო...

და მიშიზყმობის ეპოქისას ბავშვებს კიდევ ლექსებსა და სიმღერებს ასწავლიდნენ მიშა მაგარიაზე და გორის მიშგუბერნატორზე...

მოკლედ, მიხედვა უნდა ამ საქმესაც, თუ გვინდა ნატოში და ეკაში მიშგურუულ ტოტალიტარულ მენტალურ ვაიეპოქაში ჩარჩენის ნაცვლად...
This post has been edited by kodeqsi on 10 Aug 2016, 01:47
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...