მთავრობა რა დღეში ხართ?
აბა თავისუფალი გარემოაო?
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=45872ეროვნული ფორუმის” ნაძალადევის ოფისის შემდეგ, პარტიის ამავე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს. თამარ ციხისელს სახლის კარი ღია დახვდა.
მისი თქმით სახლიდან წაღებული არაფერია, ამიტომ ფიქრობს, რომ უცხო სახლის გატეხვის მოტივიც ზუსტად ისაა, რაც ოფისის იყო - პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
„აქამდე გადაჭრით ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკასთან კავშირში, თუმცა დღევანდელმა ფაქტმა მომცა იმის თქმის საფუძველი, რომ ეს პოლიტიკასთანაა კავშირში" - გაანცხადა თამარ ციხისელმა.
შემთხვევას პატრტიის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძეც გამოეხმაურა.
"ეს არ არის რიგიტი კრიმინალური მოვლენა. ეს უკვე კავშირში არის პოლიტიკურ საკითხთან, ვინაიდან ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ. ჯერ ოფისს ფაქტი იყო, სადაც ალბათ, ვერ მოახერხეს იმის პოვნა, რაც უნდოდათ,ახლა ალბათ, ფიქრობდნენ, რომ მათთვის საჭირო ინფორმაცია იყო თამარ ციხისელის სახლში. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ჩვენი მომხრეების დაშინებასაც. მცდელობასაც”, - განაცხადა მიროტაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...i-gatekhes.htmlეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც თამარ ციხისელმა ჟურნალისტებს განუცხადა, წაღებული არაფერია. დაზარალებული ვარაუდობს, რომ მძარცველებს პარტიის შესახებ ინფორმაციის წაღება სურდათ, რაც ვერ შეძლეს.
”სახლიდან არც ძვირფასეულობაა წაღებული და არც ტექნიკა. ეძებდნენ კონკრეტულ საინფორმაციო წყაროს”, - განაცხადა ციხისელმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის თქმით, ეს არ არის რიგითი კრიმინალური შემთხვევა.
”ეს კავშირშია პოლიტიკურ საკითხთან. ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ. ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათთვის საჭირო ინფორმაცია იყო თამარ ციხისელის სახლში. შესაძლოა, ადგილი აქვს ჩვენი პარტიის წევრების დაშინების მცდელობასაც”, - აღნიშნა მიროტაძემ.
ესეც ორი კვირის წინ