ეს საბრძოლო ხელოვნება სათავეს ასეულობით წლის წინ იღებს. თავდაპირველად მისი წარმოშობა განაპირობა ჯერ კიდევ არაფორმირებული ერთიანი ტაილანდური საზოგადოების და სოციალურ/პოლიტიკური ერთობების მძარცველებისგან დაცვის აუცილებლობამ. მოგვიანებით, 1584 წელს ტაილანდის მეფემ ნარისუანმა მუაი ტაის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება გადაწყვიტა და იმ დროიდან ტაილანდის არმიის თვითოეულ ჯარისკაცს ამ საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი სწავლა დაევალა. იმ ფაქტმა რომ ბრძოლის ამ სტილმა მცირე შეტაკებებიდან არეალი მასიურ შეტაკებებამდე გაზარდა, მისი შევსება და სრულყოფა გამოიწვია.
იდეაში მოდერნიზებული მუაი ტაის ფუნქცია იყო გამოეყენებინა ნებისმიერი საშუალება რაც ადამიანს ბუნებით დაჰყვა მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იმ შემთხვევაში, თუ ის ხელჩართული ბრძოლის დროს უიარაღოდ დარჩებოდა. მუაი ტაის როლი ტაილანდური არმიის ძლიერებაში მხოლოდ იმით არ ამოიწურებოდა, რომ იგი თავდაცვის/თავდასხმის რეფლექსს სრულყოფდა, მუაი ტაი ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს არმიის "დაკავებულ" მდგომარეობაში შესანარჩუნებლად რაც თავის მხრივ ამაღლებდა დისციპლინას და ორგანიზებულობას.
არსებობს გადმოცემა, რომ ტაილანდის მეფე პრეჩაო სუო (მეფე ვეფხვი) იმდენად გატაცებული ყოფილა ამ საბრძოლო ხელოვნებით რომ იგი ფარულად, საიდუმლოდ გამოდიოდა სასახლიდან და მონაწილეობას იღებდა სოფლებში გამართულ შეჯიბრებებში. რაც ყველაზე მთავარია მისი საყვარელი საქმიანობა ადგილობრივი ჩემპიონების ცემა ყოფილა

მეფე რამა V დროს ტაილანდურმა კრივმა სამეფო სპორტის მნიშვნელობა შეიძინა და იმავე სამეფო კარის მიერ ჩატარებულ ტურნირებში გამარჯვებულებს სამხედრო წოდებებსაც აძლევდნენ. დადგა დრო როცა სპორტის პოპულაობამ შესაბამისი არენის შექმნა გახადა აუცილებელი. შესაბამისად რამა V ს შთამომავალმა რამა VI იზრუნა ამ საკითხზე და იმ დროიდან მუაი ტაის საბრძოლო არენა თოკებით შემოფარგლეს და ბრძოლისთვის განკუთვნილი დროის ასათვლელად საათის გამოყენება დაიწყეს. მანამდე, ამ ფუნქციას გახვრეტილი ქოქოსის ნაყოფი ასრულებდა, რომელიც წყლით სავსე ჯამში ტივტივებდა დაძირვასთან ერთად მთავრდებოდა რაუნდიც.
მებრძოლის აღჭურვილობა დროდადრო მოდერნიზაციას განიცდიდა. გასაკვირია მაგრამ მუხლით საზარდულში დარტყმა 1930 წლამდე ლეგალური იყო. თუმცა სპორტსმენები შესაბამის დამცავსაც იყენებდნენ. მოგვიანებით ამ დამცავმა მოწყობილობამ სამკუთხედის ფორმა მიიღო და დღეს სპორტის ბევრ სახეობაში გვხვდება.
მუაი ტაის სტილით მებრძოლი დღეს ძნელად წარმოსადგენია ერთგვარი მარყუჟის გარეშე თავზე და მკლავზე.


ეს აღჭურვილობა უფრო იდეოლოგიურ დატვირთვას ასრულებს და მებრძოლის რწმენას განაპირობებს ბრძოლის იღბლიანი დასასრულის.
1921 წელს პირველი ოფიციალური რინგის (სიუან კულარპში) აშენების შემდეგ დაარსდა მსაჯის ოფიციალური ინსტიტუტი.
მოგვიანებით კი აიკრძალა ხელზე დახვეული თოკით ბრძოლა რადგან ხშირ შემთხვევებში მისი გამოყენება სიკვდილსაც იწვევდა.
შორეულ წარსულში მებრძოლი ხელზე დახვეულ წებოვან თოკს მინის ნამსხვრევებში ავლებდა რაც დარტყმას პოტენციურად ეფექტურს და გამანადგურებელს ხდიდა. მოგვიანებით შეჯიბრებში მინის ნამსხვრევები აიკრძალა თუმცა 20 საუკუნემდე თოკის არსებობა შენარჩუნდა. დღესდღეობით მებრძოლი უფრო დაცულია და სტანდარტული ხელთათმენითაა აღჭურვილი.
ზოგადად მუაი ტაის არსი დაფუძნებულია 8 საბრძოლო ელემენტის უნიფიკაციაზე, კერძოდ 2 ხელის, ორი ფეხის, ორი იდაყვის და ორი მუხლის გამოყენების ტექნიკაზე.
მუაი ტაის ბაზისური დარტყმები
ხელი
1. ჯები
2. ჰუკი
3. ზურგიდან შემობრუნებით დარტყმა
4. აპერკოტი
5. კობრა (პ.ს ამ დარტყმის ნორმალური ტუტორიალი ვერ ვნახე ნეტში მაგრამ დამიჯერეთ ულამაზესი გამოდის თუ იცი როგორ დაარტყა და რაც მთავარია არის ძალიან ძლიერი)
6. იდაყვით დარტყმა
7. ჰორიზონტალური დარტყმა იდაყვით
8. აპერკოტი იდაყვით
9. შემობრუნებით დარტყმა იდაყვით
იმედია შინაარსიანი პოსტი გამოვიდა. დანარჩენ დარტყმებს თანდათან დავამატებ დღის განმავლობაში.
ხო.. არ შეიმჩნიოთ ზოგიერთი "მასწავლებლის" ნაჩვენები ილეთი. უბრალოდ ყველას იმის ნიჭი არა აქვს რომ დარტყმა ლამაზად დაარტყას

ნუ სამაგიეროდ ბევრს აქვს სურვილი იყოს მასწავლებელი (ჩემი ჩათვლით მაგრამ ბევრისგან გამოკლებით

) იდეა ერთია მოძრაობას იოლად ისწავლის მსურველი
This post has been edited by ThaiMaster on 21 Oct 2010, 17:07
Mens regnum bona possidet...