მგონი არსად არის წყალზე თემა.. და კარგი იქნება წყლის სმას თუ გავუზიარებთ ერთმანეთს..
ჯანმრთელობის, სილამაზის, სიხარულის, პირველი წამალი წყალია! და მის თვისებებს პატარა ბავშვიც კარგად იცნობს!.
მოვუყვეთ ერთმანეთს წყლის დღიური დოზის შესახებ, გაძლევთ თუ არა შედეგს, ვინც არ სვამს შევაყვაროთ, რჩევები მივცვეთ ერთმანეთს
----------------------------------------------------------------------
ძალიან მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ წყალთან დაკავშირებით, ცოტა შეშინებულიც ვარ...
საქმე იმაშია, რომ წყლის სიყვარული ადრიანად მაინც და მაინც არ მჰქონდა, დღეში მაქსიმუმ 2 ლიტრი მეტი არა..
ერთ დღესაც წყალზე ჩამოვარდა საუბარი და მეგობარმა მითხრა, დილით რომ ადგები უზმოზე 1 ლიტრი დალიეო, ცოტახნის მერე ჭამე და ნახე შედეგი მერეო... მართლაც, ავდექი დავლიე და ძალიან დიდი შვება მივიღე, იმ წამსვე მეგონა ახალ ადამიანდ დავიბადე.
შემდგომ დღეში ეს წყლის შემდგომი სიამოვნების პროსესი იმდენად გავითავისე, რომ დღეში დიდი რაოდენობით მიღება დავიწყე..
დადებითი მხარეები:ვიყავი ძალიან პოზიტიური, ენერგიული, გონებაგახსნილი (შედარებით

), უფრო კარგი კუთხით ვუყურებდი ცუდ დამოკიდებულებასაც, სახეც აღარ მჰქონდა გამომშრალი, თმა გამილამაზდა, კანი ჯანმრთელი და რეზინასავით წელვადი გახდა და მთავარი თავს ვგრძნობდი ჰაეროვნად..
ეს თვისებები იმდენად რეალურია, ექიმმაც რომ არ დაიჯეროს ჩემი გამოცდილებიდან ვწერ, თან დავუკვირდი ერთ დღესაც არ დავლიე წყალი და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი.
არ ვიცი მოკლედ ეს თვისებები იმდენად ბედნიერებას მანიჭებს წყლის სმაში ალბათ ბადალი არ მყავს, დღეში სადღაც 5 ლიტრამდე ვსამ, მაგრამ ამ დოზით წყლის დალევას რაიმე ზიანი ხო არ მოაქვს? ეს მაინტერესებს?
ანუ მინუსები მაინტერესებს (ნუ ერთი ძალიან დიდი მინუსი საპირფარეშოა

), მაგრამ რამდენადაც კარგია იმდენად ცუდია ორგანიზმისთვის? მგონი ამ სიცხეში 5 ლიტრი წყალი არ უნდა იყოს საზიანო..
რაღაც ძველი თემა ვნახე, იქ ეწერა 3-4-5 ლიტრი წყალი თირკმელებს აზიანებს, ჰიპონატრემია შეგაწუხებსო და მაღალი წნება გეექნებაო... მინდა ეს უბრალოდ ჭორი იყოს, რადგან წყლის გარეშე არ ვაპირებ გავატარო დღეები, და 2 ლიტრი წყალი არაფერი არის, თან პატარა დოზით დალეული წყალი გთენთავს იწოვს მალევე ორგანიზმი და მოთენთილი და გამომშრალი ხარ მაინც......
გმადლობთ ყურადღებისთვის! წყალი ჩვენი არსობისა
* * *
რატომ არავინ პოსტავთ?

((( ძალიან მაინტერესებს

( დავიჯერო მარტო მე მიყვარს წყალი?
This post has been edited by ზორბა_ბროწი on 7 Aug 2016, 10:12
დაინახე... და მაშინაც კი, როცა ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე – გაიხედე ორივე მხარეს.
ღამე-TOM WAITS
და
შუაღამე-NICK CAVE