საჰარას უდაბნო მოიცავს თითქმის იმავე ტერიტორიას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. საჰარას უდაბნო ფართობით 9, 200, 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო აშშ - 9, 833, 000 კვ. კმ. ბოლო გამყინვარების დასრულების შემდგომ, ძვ.წ. 9700 წლისთვის საჰარას უდაბნო ისეთივე დაუსახლებელი და აუტანელი საცხოვრებელი პირობების იყო, როგორიც დღესაა. მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დიდი წვიმიანი პერიოდი და ძვ.წ. 8500 წლისთვის საჰარას ტერიტორია ნამდვილ სამოთხედ გადაიქცა. საჰარას ეს ყვავების პერიოდი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. როდესაც ნილოსის ველებზე მყოფმა ხალხის დიდმა ნაწილმა ძვ.წ. 8500 წლიდან მოყოლებული შენიშნა ამგვარი ცვლილებები ამდენად დიდ ტერიტორიაზე, მათ სიხარულით დაიწყეს ახალი სამოსახლო ტერიტორიების ათვისება და მასზე განსახლება. გამრავლდნენ და ჩამოაყალიბეს ახალი კულტურები. ამ პერიოდში აქ დაწყო ბინადრობა ადამიანთან ერთად ასევე ფლორისა და ფაუნის უამრავმა წარმომადგენელმა. საჰარაში ცხოვრება ჩქეფდა, გაჩნდა როგორც სავანა და დაუსრულებლად გადაჭიმული მინდვრები, სადაც ხალხმა გაიჩინა საქონელი, თხები, ცხვრები და ა.შ, ასევე ტროპიკები.
საჰარას უდაბნოს და აშშ-ს ზომის შედარება
აქ ბინადრობდნენ ჟირაფები, მარტორქები, სპილოები, ბეჰემოთები, ნიანგები და ზოგიერთი საკვებად გამოსადეგი თევზი იზრდებოდა 2 მეტრზე დიდი. საჰარას ტერიტორია ტბებითა და მდინარეებით გაივსო. ერთ-ერთი უდიდესი მდინარე იყო ვადი ჰოვარი, რომელიც საჰარადან ამარაგებდა მდინარე ნილოსს. ასეთი კარგი კლიმატი საჰარაში გაგრძელდა ძვ.წ. 8500 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე. შემდეგ კი ის გაუდაბნოვდა და დაემსგავსა იმ ტერიტორიას, რასაც ახლა ვხედავთ. იქ განსახლებული მილიონობით ადამიანი, რომლებმაც დიდი ცივილიზაციები შექმნეს, ან დაიღუპა გადასახლებისას, გარშემო ხალხებს შეერია, ან აიყარა და ნილოსის დელტას დაუბრუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფარაონების პერიოდი ეგვიპტეში და პირველი ფარაონთა დინასტია, რომელიც არის ისტორიული პერიოდის და არა ლეგენდარული, სწორედ ძვ.წ. 3150 წლიდან იწყება (ადრეული დინასტიური პერიოდი - ძვ.წ. 3150-2686 წწ.).
საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს
საჰარას უდაბნო თავისი ქვიშის დიუნების ქვეშ უამრავ პროტოცივილიზაციას, ადრეულ კულტურას მალავს, შესაძლოა პირამიდებს, ტაძრებს, მუმიებს და უამრავ საიდუმლოს, რასაც მხოლოდ მომავლის არქეოლოგიური კვლევები მოჰფენს ნათელს. აქამდე კი საჰარას უდაბნოს არ ექცეოდა არქეოლოგების მხრიდან დიდი ყურადღება, ვინაიდან მიიჩნეოდა, რომ ის 3 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, სწორედ იმ დროს როცა პირველი ადამიანები (ჰომო - 46 ქრომოსომით) გაჩნდნენ დედამიწაზე და აქედან გამომდინარე ეგონათ, რომ არაფერი საინტერესო იქ არ შეიძლება ყოფილიყო.
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...95%E1%83%A1/89/