გამარჯობა მეგობრებო,ბევრი კითხვა მაქვს კრივთან დაკავშირებით
ესეიგი არ მინდა სპარინგები და ჩემპიონატებზე გასვლა.მინდა,რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ასპექტში ძირითადი როლი ითამაშოს კრივის დრილებმა (drills ტერმინი youtube-დან),გრუშასთან ვიმუშავებ სახლში,შესაბამის კუნთებს დავამუშავებ და ტექნიკის ამბავში ჩახედული ვარ,როგორ მოდის დარტყმა და მოძრაობა,footwork გამეგება.
რა მაინტერესებს,გამომივა 173 სმ ვარ სიმაღლეში და 65 კგ,რომ ჩემზე მაღალი და მძიმე მოწინააღმდეგე (ქუჩაში,რეალურ სიტუაციაში) ვცემო? თუ ეს აზრი რეალობას მოკლებულია,არ მინდა ეს ვარჯიშები ვაკეთო და რეალურ სიტუაციაში ჩავფლავდე.იმიტომ,რომ ეს ჩემი თავდაცვის სტილი არ ყოფილა

ხო კიდე,დარტყმაში როგორც ვიცი ეს კუნთები მონაწილეობს : ფეხები,პრესი,წელი,ზურგი,მხარი და განაპირობებს დარტყმის მასა,რომელსაც აჩქარებით ვგზავნით დასარტყმელ წერტილში.ხო არ ვცდები?