დიტოია სამხარაძის კოსმოგრამას (და არა ჰოროსკოპს) გადავავლოთ თვალი და ექსპრომტ-ანალიზი ვუყოთ.
წყარო ისევ ვიკიპედია : 16.05.1981 წელი.
სისტემა ისევ სიდერიულ/ინდური.

დიტოია სამხარაძის კოსმოგრამას (და არა ჰოროსკოპს) გადავავლოთ თვალი და ექსპრომტ-ანალიზი ვუყოთ.
მაშ ასე, რას ვხედავთ ცხადად და გარკვევით, რა იქცევს ყურადღებას?!
1. მიწის ნიშნების დომინაცია, პლუს დაღმავალი კვანძი თხის რქაში.
= პრაქტიკული, სტაბილური, ამქვეყნიურზე ორიენტირებული.
სამი პლანეტა კუროს ნიშანში, ვენერაც იქვეა - ტიპიური კუროა, ვიზუალზეც ეტყობა, მესაკუთრე, ქონების, კომფორტის და სიამოვნებების მოყვარული, სტაბილური/ერთგული, მგრძნობიარე, სადღაც რომანტიკულიც. ეყვარება თავისი ქალი და ოჯახი.
ვენერა ძალიან ძლიერი და პოზიტიურია. ახლა ნიჭები არ ვიცი და კაკ მინიმუმ ვიღაც ქალი (ვენერათი განსახიერებული) ძალიან პოზიტიურად ჩაერევა მის ცხოვრებაში.
2. დაღმავალი კვანძი თხის რქაში - წინა ცხოვრებიდან გამოცდილება ადმინისტრაციულ და კარიერულ თემებში, პოლიტიკაში, მიზნის მიღწევაში. კვანძის დისპოზიტორი სატურნი რეტროგრადულია და შეერთებაში იუპიტერთან. ე.ი. გამოცდილება სერიოზული და მასშტაბური იყო, რაღაც ვერ დასრულდა, ამ ცხოვრებაში გადმოვიდა გასაკეთებელი საქმე. წარმატებით მოახერხებს ამ პოტენციალის, წარსული გამოცდილების და ნიჭის რეალიზებას, იმიტომ რომ ტრინებშია, იუპიტერთან, ვენერასთან და თავის დისპოზიტორ სატურნთანაც.
3. სატურნი იუპიტერის შეერთება. ასეთ ხალხი ცისაც ვიცნობ, ყველას აქვს რაღაცნაირი შინაგანი მზაობა თუ ნიჭი, საკმაოდ მცირე ასაკშიც იყვნენ „ნაჩალნიკები“, ადმინისტრატორები, სერიოზული საქმის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღებები. შინაგანი ღერძი აქვთ რაღაცნაირი. დიტოიესაც აქვს.
4. დიდი ტრინი დაპრუსი (ჯონსის ფიგურები) = დამსახურებული აქვს რაღაცა კაი წინა ცხოვრებაში და იმკის, მისდის.
5. ახლა პრაბლემები:
მარსი და მერკური არიან მაჟორული ასპექტების გარეშე. ასტროლოგიაში ასეთ პალანეტებს ეძახიან პლანეტებს შახტაში.
მერკური შახტაში - სხივის აზრს და სწავლებას ნატივი ვერ ან ძალიან ძნელად იღებს. ან თვითონ ისწავლის ათასჯერ კისრის მოტეხვით და წვალებით ან ვერ ისწავლის საერთოდ. მასწავლებლების და სწავლა არ უყვარს, არაა ეს მისი ძლიერი მხარე.
შეიძლება სკოლაში მასწავლებლებლები უჩიჩნებდნენ ისწავლე სამხარაძე, თუ არა არაფერი გამოვა შენგანო. ახლა კი ალბათ იქით დასცინის გულში თავის მასწავლებლებს და ხუთოსანს კლასელებს

)
მაგრამ, ვინაიდან ეს მერკური კუროშია და ვენერაც აქვეა, თავსი ნიშანშია, ეს პრობლემა ცხოვრებაში დიდად არ შეაწუხებს, მოუგვარდება, ვენერა ძლიერია და კეთილი. შეიძლება ისევ ქალის დამსახურებით.
კიდევ ერთი თავისებურება აქვს უასპექტო პლანეტას - უკონტროლოა და არაპროგნოზირებადი, ურანივით იქცევა. ანუ მოსალოდნელია, რომ უკონტროლოდა ნათქვამმა/დაწერილმა სიტყვამ პრობლემები მოუტანოს. მგრამ ალბათ ისევ ვენერა უშველის.
ასეთივე უასპექტოა და პრობლემური მარსი, რომელიც თავის ნიშანშია, ძლიერი = გაბედულობა, მიმწოლობა, ზოგჯერ უკონტროლო აგრესიაში შეიძლება გადავიდეს და ამას კი შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს. აქ უკვე ვენერა ვერ უშველის. თვითკონტროლი, აგრესიის კონტროლია საჭირო, სერიოზული კონტროლი.
6.. აღმავალი კვანძი კირჩხიბის ნიშანშია -ოჯახი, შინაურები, საკუთარ თავში ჩაღრმავება, სამშობლო და მისი ისტორია , აი ამ თემებში ჩაღრმავებას მოითხოვს კარმა.
როგორ სრულდება ამოცანა?!
მთვარე სასწორშია, ისევ ვენერას ნიშანი. ვენერა ძლიან დომინირებს. რაც ნატივის ხასიათს, ერთგვარ სირბილეს, დიპლომატიურობას და ადაპტაბელურობასაც ანიჭებს, მგრამ უკონტროლო მარსი თავისას შვება და აფუჭებს სიტუაციას.
7. მთვარე კვადრატურაშია მთვარის კვანძებთან, ე.ი. კარმული ამოცანების შესრულება ფრიად გართულებულია. მით უფრო, რომ მთვარე ამ რუქაში რახუს დისპოზიტორია.
8. მზე ურანის ოპოზიცია - სიახლეების და რეფორმების მიუღებლობა, ფსევდოტრადიციულობა, კონფორმიზმი, სიჯიუტე
This post has been edited by ხელმკუხე` on 5 Apr 2023, 00:00