საბურავები შევცვალე. რაც მოვხსენი იაპონურებია, ტოიოს Tranpath mpF, 2011 წლის. ზომები - 215/55R17. ჩამოყვა მანქანას იაპონიიდან. ნორმალურ მდგომარეობაშია.
ორი მათგანი გაკეთებულია. ერთი იაპონიაშვე (რო დავშალე მერე ვნახე). ერთი აქ, თეგეტაში (ფოთის გეზში ნომრის შურუპი შეერჭო). ერთ-ერთს ოდნავ აქვს ბორტთან დაზიანება (ნახეთ სურათებში). მე როცა მეყენა გასაკეთებლად რო მივიტანე რაც ეს დაზიანება შევამჩნიე, ხელოსანმა არ გამიკეთა, არ ჭირდებაო. რამდენიმე სეზონი კიდევ უპრობლემოდ ივლის.
სახლში მიწყვია და მოკლედ ადგილის პრობლემა მაქვს, ზამთრის ცალკე კომპლექტები შენახული მაქვს და ამას ვეღარ ვატევ. ვფიქრობ 200 ლარად გავყიდო ოთხივე.
ხო არავის დააინტერესებს?
* * *
ან რა იქნება ნორმალური ფასი ამათთვის?
* * *
არავის არ ჭირდება დავიჯერო..? არადა თითქოს ნორმალური საბურავებია...
This post has been edited by mummut on 12 Aug 2016, 23:30