მოკლედ ბოლომდე ვერ გავქქაჩე და ვერ ვუყურე გახარის პრეზენტაციას, მაგრამ იმედზე რც ვუსმინე ილაპრაკეს რომ ქლაქები არ იხსნებაო.
ვინ ხართ კომპეტენტური ამიხსენით რა გთხოვთ მე რა გავაკეთო...
წარმოიდგინეთ ჩემი სიტუაცია. მაქვს სოფელი, სადაც ყოოველ უქმე დღეზე მივდიოდი ხოლმე, პარასკევს საღამოს და კვირას ვბრუნდებოდი. იმიტომ რომ იქ მაქვს ვენახი და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გარკვეულ კულტურებს ვთესავ რომ ჩემი საკუტარი საკვები მქონდეს.
ასევე ამ სოფელში მყავს დატოვებული ჩემი უფროსი ინვალიდი და.. ის უვლის ნაწილობრივ და სახლკარსაც მეთვალყურეობს. სარეცხსაც კი აქ თბილისში ვურეცხავ, სასმელი წყალი იქ უვარგისია და აქედან მიმაქვს მისთვის. ასევე საკვებიც აქედან მიმაქვს.
ამ დაკეტვით როდემდე უნდა მყავდეს მიტოვებული? რა გავაკეთო? მოკვდეს იქ ეს ადამიამი მშიერი და მწყურვალი? აქ ვერ ჩამოვიყვან შანსი არაა. ან მიწას რა ვუყო? მივატოვო? აბა ეკონომიკას ვშველითო? კარტოფილი ამოსულია და უკვე გასათოხნია. ვინ გამითოხნის? გავაფუჭო და თურქული ნაგავით ვიკვებო? ან ის დასათესები რო მაქვს რა ვქნა? ან ხეხილი რომ მაქვს და გასასხლავია... მივატოვო?
მირჩიეთ ხალხო რამე რა გავაკეთო... თორე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარ და დიდი წილით ძალიან ცუდად დამიმთავდება მე ეს ყველფერი მალევე...
მიშველეთ რამე ხალხო იქნებ იცოდეთ რამე გამოსავალი? საშვის დაშვება შეიძლება რომ მე და ჩემმა მეორე დამ ვიაროთ ასე უქმეებზე იმ სოფელში? მივდივართ იქ და იქაც ეს დედაჩასვრილი იზოლაციაში ვართ ისედაც, არავინ მიდის არავინ მოდის ჩვენთან ამ კარანტინების მერე...

უკვე ვეღარ გავაღწევ ცოცხალი ასე მგონია