#48590750 · 16 Aug 2016, 12:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მე ვარ აქტიური მონადირე და ყოველთვის ვიცავ ნადირობის კანონებს - გარემოს დაცვის საქმეებიც მოსაგვარებელია" 2016-08-16 10:25:00 "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობისთვის ვაკის მესამე ოლქში, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი იბრძოლებს. ხუციშვილის განცხადებით, ის სფეროები, რომელშიც მას ჰქონდა გამოცდილება, ფართოა. "ეს არის კულტურის, სპორტის სფერო - იქნება ეს კულტურის, სპორტის თუ ჟურნალისტიკის სფერო. ხუციშვილის განცხადებით, ის აქტიური მონადირეა და ამ მიმართულებითაც შეიძლება, აქტიური იყოს . " გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მარტივი, რადგან ვარ მოქმედი და აქტიური მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნის მსახურება არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ვარ აქტიური მონადირე, მუდმივად ვიცავ კანონებს მონადირულ საკითხებში. ამ მიმართულებითაც შემიძლია აქტიური მუშაობა, გარემოს დაცვის კუთხით. ვთვლი, რომ საკითხები არის მოსაგვრებელი, ვთვლი, რომ ნადირ-მფრინველი არის ყველაზე დიდი რესურსი ჩვენი ქვეყნის, მათ სჭირდებათ დაცვა და შემდგომ კანონის ფარგლებში მოპოვება“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|