ზვიად ჩიტიშვილი: ჩვენი პარტია საქართველოს 300 000 მოქალაქეს რუსეთის პასპორტების აღებაში დაეხმარება
მე ვარ რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე და პარტიის პროგრამაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ საქართველოს 300 ათას მოქალაქეს, რომელთაც ამისი სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ და გადავცეთ რუსეთის პასპორტები. საქართველოში შესაცვლელია კანონი, რომლითაც ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ, როცა ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ როგორც ქართული, ისე რუსული ან სხვა ქვეყნის პასპორტები, უპრობლემოდ უნდა აიღონ რუსეთის ვიზები და ა.შ. ჩვენ ყველას დავეხმარებით ამ პრობლემების მოგვარებში, თუმცა რუსეთში წასვლის მსურველებს, კეთილი მიზნებიც უნდა ამოძრავებდეთ. კარგი საქმეების საკეთებლად უნდა მიდიოდნენ იქ და არა ცუდის.
http://www.postalioni.com/2016/06/%E1%83%9...83%9E%E1%83%90/