გამარჯობა

უახლოეს პერიოდში ვაპირებთ საფეხბურთო საიტის გახსნას, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად ინოვაციური ამ სეგმენტში. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ოთხ მთავარ ევროპულ ჩემპიონატზე..
ჩემი სურვილია, რომ საქმე გაკეთდეს უშუალოდ ოფისში, რომელიც საბედნიეროდ გაგვაჩნია )) მოვაწყობთ შესაბამისი ინფრასტურქტურით..
ჩვენ გვჭირდება 2-3 ადამიანი, რომლებიც სათითადო ჩაიბარებენ იტალია-გერმანია-ინგლის-ესპანეთის ჩემპიონატებს.. ბუნებრივია ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შევა ამ კონტიგენტში და გადანაწილდება საქმე.
სასურველ მოთხოვნებში:
გამართული წერა
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
გამართულად საუბარი (ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან თითოეული ადამიანი ვინც ჩვენს ჯგუფში მოხვდება, იქნება მომხმარებლის მხრიდან ყურადღების ცენტრში საიტზე არსებული სხვადასხვა კონტენტის დახმარებით)
პ.ს. ამ იდეის განხორციელება მსურდა დიდი ხნის მანძილზე და გადავწყვიტე უახლოეს პერიოდში რეალობად ვაქციო. ბიუჯეტი დიდი არ არის და რეალურად, რომ ვთქვათ ძალიან მწირია. იგი ძირითადათ მოხმარდება ოფისში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. თუმცა, პროექტი რომელიც არსებობს უახლოეს პერიოდში გამოიღებს სასურველ შედეგს, რადგან მსგავსი სტილით საქართველოში ჯერჯერობით არავის უმუშავია.
თავად უკვე 7 წელია მაქვს საფეხბურთო საიტი, რომელიც არის კონკრეტული კლუბის.. ამ სფეროში და კიდევ მარკეტინგული კუთხით მუშაობის გამოცდილების ფონზე დარწმუნებული ვარ, 6-8 თვიანი აქტიური სტილით მუშაობა სასურველ შედეგს მოგვიტანს.
This post has been edited by დათკა on 16 Aug 2016, 17:20
i'm a dude whose playin a dude disguised as another dude. you're the dude who don't know what dude he is!