#48593357 · 16 Aug 2016, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ნინო გოგუაძეს, ბექა ნაცვლიშვილს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოს განცხადებებით მიმართეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას, ჟურნალისტების კითხვაზე, თბილისის საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართება თუ არა 8 ოქტომბერს და ასევე, ვინ დასახელდებიან კრწანისის, გლდანისა და ისნის ოლქებში საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებად, ალიბეგაშვილს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვს.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი 1 თვე, რათა ჩამოყალიბდნენ, გამოყონ ის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის უბნებში მიიღებენ მონაწილეობას. დანარჩენს შემდეგ ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის საკრებულოს 3 უკვე ყოფილი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე და ირაკლი აბუსერიძე საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიან კენჭს. ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონის ოლქებში არიან წარდგენილი, ხოლო ნინო გოგუაძე საბურთალოს რაიონის ოლქში.
--------------------
-ტექსტის ფორმატი არასწორიაო და რისი ბრალია? -ალბათ ტექსტის ფორმატია არასწორი (c)Manuelo Costa
მაგრი თემა ეს რა აქ ვინმეს რო დაუწერო შენი დედა მოვტკანო იმ წუთას ნომერს მოგთხოვენ და რო დაგირეკავენ გეტყვიან ასე უნდა დაგეწერა #####ანო მოვტკან არ არის სწორი გრამატიკულათო (c) TOM SOIERI
|