დღეს დამეისმზმრა რომ ლოგინთან ვიდექი ნათესავის სახლში (სადაც ბავშვობაში ხშირად ვრჩებოდი ხოლმე ღამე) და დავწექი დასაძინებლად.
უცებ მესიზმრება რომ ისევ იგივე ოთახში ისევ იგივე ადგილას ვდგავარ და მეთქი ვა რა სტრანია და ისევ დავწექი დასაძინებლად.
ესე მოხდა 4ჯერ.
მეხუთე ჯერზე ვდგავარ და მეთქი აღარ დავწვები და გავიხედე კარებში (რომლის კარიც ღია იყო) და მეთქი მანდ შევალ.
როგორც კი პირველი ნაბიჟი გადავდგი მივხვდი რომ ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს ანუ ინსტინქტურად მივდივარ ამ კარებისკენ
და თან ძალიან ნელა ალბათ 10 წამი მოვანდომე მისვლას და თან ვერც ვჩერდები ვერც ვუხვევ და თან ვხედავ რომ კარებს რომელიც ჩემსკენ
არის გამოღებული თავით შევასკდები თუარ გავიწიე. არადა ვერ ვიწევი. ბოლოს მივუახლოვდი და დავარტყი თავი.
გამეღვიზა (რეალურად გმეღვიძა) ჩემს ლოგინში და თავი მაქვს ტუმბოს კუთხეზე მირტყმული (ეტყობა გადავბრუნდი გადავიწიე ლოგინიდან და ლოგინზე მიდგმულ ტუმბოს ვებრტყე თავი.
ჰოდა 2 შეკითხვა:
1) რას ნიშნავს რომ ძილშ 4 ჯერ დავიძინე კიდე და სიზმარს ვხედავდი ? ტვინის ერორია ? ლუპჰოლია ? ჩემი ბუჩქია ?
2) როგორც კი მოძრაობა დავიწყე კარებისკენ და მივხვდი რომ ვეჯახებოდი ერთი 10 წამი მოვანდომე მისვლას და ბევრი რამის გაფიქრება მოვასწარი "როგორ გავჩერდე" "მოვუხვიო" "რატომ ხდება რომ კარებისკენ მივდივარ" და არადა სინამდვლიეში ტუმბოს თავი რომ დავარტყი 1 წამში მოხდა.
როგორ მოასწრო ტვინმა დარტყმის მომენტიდან ტკივილის გრძნობამდე (და გაღვიძებამდე) 10 წამიანი სიზმრის გააზრება ?
სწორი პასუხის ავტორს გადაეცემა შათერ აილენდის მეორე სერიის სპოილერი.
თრუ სთორია