აგაპე, რომელი უფრო სარწმუნოა შენი აზრით, მოსეს დროიდან გადმოცემები და ხელნაწერები თუ ქრისტეს აქეთ მოვლენები, პირველქრისტიანთა ნაშთები და გადმოცემები?
თუ რაიმე უძველესი ქრისტიანთა სალოცავი და საცხოვრებელია დღემდე აღმოჩენილი, დაწყებული სხვადასხვა კატაკომბებიდან ცალკეულ ეკლესიებამდე, რომლებიც თარიღდებიან პირველი საუკუნის პირველი და მეორე ნახევრით, 30-70 წწ , ასევე II,III,IV საუკუნეებით, აბსოლიტურად ყველგან აღმოჩენილია ფრესკები და სხვადასხვა სიმბოლოები..
თუ ამ საკითხს მეცნიერულ ჭრილში განვიხილავთ, მაქსიმუმ 10% შანსი იმისა, რასაც თქვენ ამტკიცებთ, ანუ მოსაზრებების დონეს ვერ გაცდებით. იქნებ ამას როგორმე მიხვდეთ, ცოტა მეტი პატივი ეცით საკუთარ თავს და ცივილიზებულ საზოგადოებას, საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ ნორმებს..
ამიტომ, ვერანაირად ვერ გავიზიარებ შენს მოსაზრებას, ვინაიდან არ ეყრდნობა პირველ რიგში მეცნიერებას ( ისტორია - არქეოლოგია )
აღმოჩენილი ქრისტიანული ეკლესია, რომლის მიწისქვეშა ნაწილი თარიღდება პირველი საუკუნის 30-70 წწ. ხოლო შემდგომ მასზედ დაშენებული ტაძარი II - III სს

რეპორტაჟები
1 )
http://www.1tv.ru/news/sport/268582 )
http://www.newsru.com/data/video/690.htmlსტატიები
1)
BBC - Найдена самая старая церковь христиан
http://news.bbc.co.uk/hi/russian/life/news...000/7447473.stm2)
Израильские археологи обнаружили в заколдованной пещере храм первых христиан
http://www.gumer.info/News/1245817398.php3)
Первая христианская церковь
http://world-archaeology-news.blogspot.com...-post_9529.html4)
ფოტოები
1)
Обнаружена самая старая христианская церковь в мире
http://rus.4post.com.ua/travel/103780.html?photo=92)
http://www.judaea.ru/hist_news/hist_arheol...vykh-khristian/ანუ ჩვენ არა მხოლოდ წერილობით და სხვა გადმოცებზე დაყრდნობით, არამედ მეცნიერული ფაქტებით ვამყარებთ პოზიციებს, რომ აღარაფერი ვთქვათ კატაკომბებზე
კატაკომბები
გადმოცემის მიხედვით ამ კატაკომბაში ინახებოდა პეტრესა და პავლეს ნაწილები. ამაზე მიუთითებს წარწერა: "ვინც არ უნდა იყო, პეტრესა და პავლეს სახელის მაძიებელი, უნდა იცოდე, რომ აქ განისვენებდნენ წმინდანები".
კატაკომბა (იტალ. catacombe< გვაინდელი ლათ. catacumba - მიწისქვეშა აკლდამა), ბუნებრივი ან ხელოვნური მიწისქვეშა სათავსები, რომლებსაც ძველად რელიგიური წეს-ჩვეულებების შესასრულებლად და მიცვალებულთა დასამარხავად იყენებდნენ.
ცნობილია რომის მიდამოების, ნეაპოლის, აგრეთვე სიცილიისა და მალტის, ეგვიპტის (ალექსანდრია), ჩრდილოეთ აფრიკის, წინა და მცირე აზიის, ბალკანეთის და სხვა კატაკომბები.
რომში არის დაახლოებით 60-მდე კატაკომბა (150-170კმ სიგრძის). მათ კედლებში აკეთებდნენ სწორკუთხა, სხვადასხვა ზომის ნიშებს, ერთი ან მეტი ადამიანისათვის. დღს დღეობით თითქმის ყველა ნიშა გახსნილია და ცარიელი, თუმცა დახურულებიც შემორჩნენ. თვითონ სახელი "კატაკომბა" რომაელებმა არ იცოდნენ. ისინი ხმარობდნენ სიტყვა ცემეტერიუმს (coemeterium), რაც ნიშნავს განსასვენებელს. მხოლოდ წმინდა სებასტიანეს ცემეტერიუმს ერქვა კატაკომბა, რაც ბერძნულად ჩაღრმავებას, ფოსოს ნიშნავს. შუა საუკუნეებში გახდნენ ისინი ცნობილი უფრო ფართე საზოგადოებისათვის და მათ ამ დროიდან დაერქვათ კატაკომბა. წმიდნა სებასტიანეს კატაკომბა მორთულია ფრესკებით. აქ კარგად ჩანს წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა: წარმართული გამოსახულებები ეთანხმებიან ქრისტიანულ წარწერებს. უფრო გვიან ქრისტიანულ კატაკომბებში არის წმინდა სებასტიანეს კრიპტა, სადაც ინახებოდა წმინდანის ნაწილები. გადმოცემის მიხედვით ამ კატაკომბაში ინახებოდა პეტრესა და პავლეს ნაწილები. ამაზე მიუთითებს წარწერა: "ვინც არ უნდა იყო, პეტრესა და პავლეს სახელის მაძიებელი, უნდა იცოდე, რომ აქ განისვენებდნენ წმინდანები". ყველაზე ადრეული კატაკომბებია პრისცილასა და დომესცილას კატაკომბები. დომესცილას კატაკომბაში განისვენებდნენ წარმართებიც და ქრისტიანებიც. ტერიტორია, რომელზეც ის მდებარეობს, ეკუთვნოდა ფლავიუსების ოჯახს, თუმცა უცნობია, რომელი დომესცილა იგულისხმება. ზუსტად ცნობილია მხოლოდ ის, რომ დომესცილას კატაკომბა შეიქმნა რამდენიმე საგვარეულო აკლდამისაგან და შემდეგ გაფართოვდა ოთხ სართულად. ყოველი სართული დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლისაა. აქ გვხვდება ადრექრისტიანული სიმბოლოები: მტრედი, ბატკანი, თევზი, ღუზა. პრისცილას კატაკომბა იყო რომის კონსულის ოჯახის საკუთრება. ნაგებობა მორთულია ადრექრისტიანული ფრესკებით, რომლიდანაც გამოიყოფა ნადიმის სცენა ბერძნულ კაპელაში და უძველესი გამოსახულება ღვთისმშობლისა ყრმით, მიბრუნებული ესაია წინასწარმეტყველისაკენ. აქ იგრძნობა გვიანანატიკური სტილი. აქვე არის სცენა, თუ როგორ აგდებენ იონას ზღვაში. ფერები ღიაა. იონას ფიგურა თითქოს გაშეშებულია. ზღვის ტალღები მსუბუქი მონასმითაა დახატული. პრისცილას კატაკომბაშია ასევე ფრესკა, სადაც გამოსახულია სამი ყრმა ცეცხლში მდგარი. ფიგურები დგანან ორანტას პოზაში. კონტურები რბილია და ისედაც მცირე მოძრაობა არ არის შეზღუდული და გაშეშებული. ყმაწვილებს ზემოთ არის ჩიტი (სამწუხაროდ მკრთალადაა და ვერ ვარჩევ კარგად). ასეთი გამოსახულება სიმბოლურია პირველი ქრისტიანებისათვის. ისნი თაყვანს სცემდნენ სამ ბაბილონელ ყმაწვილს, რომლებიც თავიანთ რწმენაზე დარჩნენ უცხო რჯულის ხალხს შორის. წმინდა აგნესას კატაკომბა თარიღდება III-IV საუკუნეებით და მას სახელი დაერქვა ადრექრისტიანული ეპოქის მოწამე აგნეს რომაელის საპატივცემულოდ. ამ კატაკომბაში არ არის კედლის მხატვრობა, მაგრამ ორ კარგად შემონახულ გალერეაში გვხვდება ბევრი წარწერა კედლებზე. წმინდა კალისტოს კატაკომბა არის ძველ რომში ყველაზე დიდი ქრისტიანული სასაფლაო. კატაკომბა განფენილია 20 კმ-ზე, აქვს ოთხი დონე და ქმნის ლაბირინთს. წმინდა კალისტოს კატაკომბაში არის დაახლოებით 170 000 ადამიანის სამარხი ნიშა. ეს კატაკომბა მხოლოდ ნაწილობრივაა შესწავლილი. ღიაა პაპის კრიპტა, სადაც განისვენებს III საუკუნის რომის 9 ეპისკოპოსი. ღიაა წმინდა ცეცილიას კრიპტაც, სადაც 820 წელს აღმოჩნდა ამ წმინდადნის ძვლები. კრიპტას კედლები მორთულია მოწამე სებასტიანეს, კირიონისა და ცეცილიას გამოსახულებებით. რომაული კატაკომბების კედლებზე გამოსახულია ძველი და ახალი აღთქმის სცენები, წარმართული მითები, სხვადასხვა ქრისტიანული ალებორიული სიმბოლოები. მაგალითად, მოგვთა თაყვანისცემა განასახიერებს წარმართთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. დევნის შიშით პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ჯვარს ძირითადად გამოსახავდნენ როგორც ღუზას ან ქრისტეს სახელის ბერძნულ მონოგრამას . სიტყვა თევზი კი ბერძნულად დაწერილი წარმოადგენდა აბრევიატურას ფრაზისა: "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი". სხვა გავრცელებული სიმბოლური ხატი ნაწილობრივ ნასესხებია ანტიკურიდან. კატაკომბებში ვხვდებით: ღუზა – იმედის ხატი; მტრედი – სულიწმინდის სიმბოლო; ფენიქსი – აღდგომის სიმბოლო; ფარშევანგი – უკვდავების სიმბოლო (მათი აზრით, ფარშევანგის სხეული არ იხრწნებოდა); მამალი – აღდგომის სიმბოლოა; ლომი – ძალა და სიძლიერე; შროშანი – სიწმინდის სიმბოლო; ვაზის ლერწი და კალათა პურით საიდუმლო სერობის სიმბოლოს წარმოადგენს.
რომაულ კატაკომბებში ფრესკების უმრავლესობა შესრულებულია ელინისტურ სტილში. ადრეულ ფრესკებში ფიგურები პროპორციულია, მოძრაობა თავისუფალი, კონტურის უფრო რბილი და ფერებიც ნათელი, უფრო ოქროსფერი ჭარბობს. მოგვიანებით კი ელინისტური კედლის მხატვრობა იკონოგრაფიად იქცევა: გამოიყენება მეტი ოხრა, ფიგურები უფრო მძიმე ჩანს. სხეულის ფორმა უკანა პლანზეა გადაწეული, მთელი ყურადღება სულიერებას ექცევა. პურის გამრავლება, ქორწილი კანაში, ლაზარეს აღდგენა რომელიც ყველაზე ხშირია. ვხდებით ასევე იესოს გამოსახულებას შარავანდით, თმა და წვერი გრძელი აქვს. რომაულ კატაკომბებში ხშირად გვხვდება ძველი აღთქმის სცენებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მიწისქვეშა სამარხების მიხედვით არც ისე რთული წარმოსადგენია თუ როგორ ვითარდებოდა ქრისტიანული ფერწერა და, რა თქმა უნდა, როგორ ძლიერდებოდა ქრისტიანობა.
იესოს ფრესკა

ანტიკური მხატვრობის ინტეგრაცია პირველ ქრისტიანულ გარემოში
ხელოვნების ნაწარმოებებისადმი ცუდი განწყობილება ძველქრისტიანთა შორის არ იყო საყოველთაო და თავის უკიდურესი ფორმით წარმოდგენილი იყო მხოლოდ ზოგიერთი პიროვნებისგან. და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გულგრილი დამოკიდებულება ძირითადად გამოწვეული იყო თანამედროვე ანტიკური ხელოვნებისადმი წინააღმდეგობით და მხურვალე მონდომებით, რათა აეცილებინათ მისი უარყოფითი ზემოქმედება რწმენის სწავლებასა და პირველქრისტიანულ საზოგადოების ზნეჩვეულებებზე.
მაგრამ, ამგვარი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საკმარისი იყო, მხატვრულ ფორმებში ჩადებულიყო ქრისტიანული შინაარსი, გაცოცხლებულიყო ისინი ქრისტიანული სულით, რომ სამუდამოდ უზრუნველყოფილიყო ხელოვნების მდგომარეობა ქრისტიანულ სამყაროში და იგი ქცეულიყო ძლიერ აღმზრდელობით იარაღად ახალი აღთქმის ეკლესიის ხელში. თუ რამდენად ადრე დაიწყო ასეთი სწრაფვა, გვაჩვენებს კატაკომბების ინვენტარი. დასაკრძალვები მათი არქეოლოგიური სიმდიდრით მიეკუთვნებიან ქრისტიანობის ადრეულ ხანას და თუ წარწერებითა და მხატვრული სტილით განვსჯით, ზოგიერთი მათში გადარჩენილი გამოსახულებანი სათავეს იღებს I-II საუკუნეში. აღსანიშნავია, რომ იმ ადგილებშიც კი, სადაც ქრისტიანები მათი დევნის ეპოქაში ძლივს პოულობდნენ უსაფრთხო კუთხეებს და იმ დროსაც კი, როცა მათ არ შეეძლოთ და არ ჰქონდათ კარგი მატერიალური საშუალებები რათა ფართოდ აღევლინათ თავიანთი ღვთისმსახურება და ეზრუნათ რელიგიური მხარეებისათვის, - იქაც კი, სახელდობრ ამ დროში საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი ქრისტიანული ხელოვნების შემდგომ განვითარებას მის უმთავრეს სფეროებში: არქიტექტურას, მხატვრობასა და ქანდაკებაში. ამ მიწისქვეშა ნაგებობათა კედლები და თაღები დაფარული იყო მხატვრობით, სარკოფაგები შემკული იყო ბარელიეფებით; საეკლესიო არქიტექტურამაც კი იპოვა აქ თავისი წარმომადგენლები კრიპტეპში, რომელთაც საღვთისმსახურო დანიშნულება ჰქონდათ. ქრისტიანობის წინაშე დადგა ამოცანა, რათა მიეცა ახალი მიმართულება კლასიკური ხელოვნებისათვის, რომელიც ითვლიდა უკანასკნელ დღეებს, იგი უნდა გარდაექმნა და გაეწმინდა წარმართული ნაკლოვანებისაგან და ასეთი განწმენდილი სახით გამოეყენებინათ თავისი მოთხოვნილებებისათვის.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
2. Гиро П. Частная и обшественная жизнь римлян. Москва, 1995.
3. Гнедич П.П. Всемирная история Искуств, Москва, 1998.
4. Древности. Труды Московск. археологич. обшества, проток. №79. 1989.
5. Епифаний Кипрский. Ереси. παναριον (Dt haeresibus)//PG 41-42. Leiden: E.J. Brill, 1994.
6. Ириней Лионский. Против ересей /Ред. Harway//Т. 2. Cambridge. Русск. пер.1957.
7. Климент Александрийский. Увещание к эллинам. Москва: изд-во РХГИ. 1998.
8. Руководство к этрусской и римской археологии, в переводе Первова. Митава. 1890
9. Тертулиан. сочинения: Апология, К жене, О душе, О женском убранстве, О зрелищах, О молитве, О посте, О воскресении плоти, Об идолопоклонстве, Против Гермогена. Москва: Прогресс. 1994.
___
This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 14 Oct 2012, 10:49