ხშირად წარმოდგენა იმ ეპოქაზე, რომელშიც არ გიცხოვრია, შეგიძლია შეიქმნა იმ ეპოქაში გამოცემული წიგნებით.
ან ამ წიგნების წინასიტყვაობებით.

საბჭოთა რედაქტორების მიერ შედგენილი წინასიტყვაობების კითხვა ერთ რამედ ღირს. ამიტომ, თუკი აქამდე არ გაგიცდიათ ეს სიამოვნება, გირჩევთ მოძებნოთ რომელიმე ქართველი მწერლის ძველი ტომეული და გადახედოთ.
ერთი ფრაზა, რომელიც სულ იქცევდა ყურადღებას, ჟღერდა დაახლოებით ასე "მწერალი ა.ბ ჩადგა სოცრეალიზმის სამსახურში".
სასაცილოდ სატირალი ფრაზაა.
რეალიზმი ერთია. როცა მას თავსართს უმატებ, გამოდის უკვე სხვა რაღაც. ამ დროს სინამდვილე (რეალობა) უკვე გადათარგმნილია (ინტერპრეტირებულია) სხვების მიერ და არა პირდაპირ მოწოდებული.
სხვა კუთხიდან გადაღებული და სხვანაირად წარმოჩენილი.
დამახინჯებული ან სულაც გაყალბებული.
ამიტომ ამ ფრაზას სულ ვკითხულობდი , როგორც "მწერალი ა.ბ ჩადგა საბჭოთა სიცრუის მანქანის სამსახურში".
ვინც არ ჩადგა, კი მისცეს მათ ბილეთი ზევით.
საბჭოთა კავშირი დაინგრა მაგრამ სოცრეალიზმი არ მოგვშორებია. უბრალოდ ფორმა შეიცვალა. ეგებ არც შეიცვალა.
შეგრძნება იმისა, რომ ყველაფერი არ არის ისე, როგორც უნდა იყოს; რომ ყველაფერი რიგზე არ არის, მაშინ , როცა მავანნი ასე დაჟინებით გვიმტკიცებენ საწინააღმდეგოს, არ გვშორდება.
ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი მართლაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს.
შუბი ხალთაში არ დაიმალება.
არა თავსართიან რეალიზმებს !
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen