თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან ხეების ჭრის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ ზე ხმელი ხეების მოჭრის ნებართვა იყო გაცემული და მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
თბილისის მერი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს საგამოძიებო ორგანოები შეისწავლიან.
"ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზე ხმელ ხეებთან ერთად აღნიშნულ მისამართზე მოიჭრა 21 ფიჭვის ჯიშის საღი ხე. ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზე ხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეების მხრიდან რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენს მიერ დაუყონებლივ მოხდა რეაგირება და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომაც დღესვე მასალები გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის. ამ ქალაქში ხეების უკანონო ჭრა არავის ეპატიება, ყველა დაისჯება ძალიან მკაცრად",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისათვის, ხეებს მთწამინდაზე ტვერელის ეკლესიასთან ჭრიდნენ. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობის დაწყებას გივი თარგამაძის ძმა გეგმავს.
http://www.ipress.ge/new/11559-davit-narma...crad-daisjebian 
ადმინ პოლიტგანყში გადაიტანე. ბენი გადაიტანე ეს თემა პოლიტგანყში და კარგი ნაშის ნაკოლს მოგცემ
This post has been edited by brevalo on 19 Aug 2016, 13:20