ესეიგი რა ხდება ეხლა :
ახლობელი ოჯახია.ვმეგობრობთ.ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. ქმარი 28 წლისაა,სიმპათიური, მაღალი,სასიამოვნო პიროვნება, ჩემი მეუღლის თანამშრომელია თან. ცოლი 24 წლისაა-მომღერალია, ალბათ ბევრს ეცნობა,თუმცა ვინაობას რა მნიშვნელობა აქვს. ისიც სასიამოვნო გოგონაა. რელიგიური, მშვიდი. 3 წლის ოჯახი აქვთ და 1 შვილი ჰყავთ.
ამ ბიჭს ჰყავს საყვარელი.ემიგრანტია იტალიაში და ჩამოდის პერიოდულად, ხოდა საქართველოში სტუმრობის დროს ხვდებიან ერთმანეთს. არ აკლებს ძვირადღირებულ საჩუქრებს ის გოგონა. ახალი I-PHONE, 200 ევროიანი დანა , ძვირადღირებული საათი და ა.შ. ვიზუალურად ნორმალური გოგოა. ( "ვიდი აქვს ვოროშილოვის ცხენივითო" როგორც ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ამბობს

)
ჩემი პრობლემა რაშია:
1) მეცოდება ამ ბიჭის ცოლი, როგორ აღფრთოვანებით საუბრობს თავის ქმარზე. ყოველდღე გულისმომკვლელ სტატუსებს დებს ფეისბუქზე. მაგ: "ვბედნიერობ შენით, ჩემი სუნთქვა ხარ "და ა.შ. კარგი გოგოა და სულელის ამპლუაშიმენანება.
2) ეს მსუბუქი ყოფაქცევის გოგო, ჩემი მეუღლის შორეული ნათესავის(რომელიც ასევე მსუბუქი ყოფაქცევისაა და ძალიან არ "მევასება")დაქალია და ჩვენი ოჯახიდან მოხდა ფაქტიურად გაცნობა(დაიწვას ის დღე.

იმ გათახსირებულმა ნათესავმა იცის რომ ჩემს ქმარს ახოვანი, ნავარჯიშევი თანამშრომლები ჰყავს და დიდი ამბით გვესტუმრებახოლმე,თან დატვირთული საჩუქრებით,პურმარილით, უკან გაგდება რომ მოგერიდება ადამიანს -ისე

) და რაღაც დანაშაულის გრძნობა მაქვს.
ხან თავს ძლივს ვიკავებ რომ არ წამომცდეს. ცუდი აზრებიც მომდის. ანონიმურად მივწერო და ა.შ, მაგრამ ვიცი რომ არ შეიძლება.შეიძლება ოჯახი დაინგრეს და + შეიძლება მიხვდნენ რომ მე ვარ

თქვენ რას იზავდით?? ცოტა ვრცელი ტექსი გამოვიდა,მაგრამ მინდოდა სიტუაცია კარგად ამეხსნა