საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისთვის ხელშეკრულების რატიფიკაციას 2017 წლის პირველ ნახევარში განახორციელებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობას სრული საკანონმდებლო პაკეტი აქვს მოსამზადებელი, რომელიც ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებას მოჰყვება თან.
"ჩვენ ფორმალურად ველოდებით, რომ ამ საერთაშორისო ხელშეკრულების შეერთება შემდეგი წლის პირველ ნახევარში მოხდება, მას შემდეგ რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ამ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციას განახორციელებს, თუმცა ევროპული მხრიდან ეს მინისტერიალის შეხვედრაზე მტკიცდება, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და უკვე ჩვენი რატიფიკაციის შემდეგ სრულ მოქმედებაში მოვა ის ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი სივრცე, რომელიც გავრცელებადი იქნება საქართველოზე", - განაცხადა ვალიშვილმა.
http://businesscontact.ge/ka/article/energ...ls-moxdeba/5639ეს არის სწორი მიმართულება რაც 2012 წლიდან დაიწყო საქართველოს ენერგეტიკის სამნისტრომ კალას დროს
და რაც საბოლოოდ მიიყვანს იმ შედეგამდე საქართველოს რაც აუცილებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის...
არაფრით არ ხდებოდა ამაზე მუშაობა ნაციონალური მოძრაობის დროს
რადგანაც როდესაც საქართველო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანდება საქართველოში
უკვე სხვა კომპანიებიც შემოვა რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ფასზეც და
რაც ყველაზე მთავარია ხარისხზე აქ გვქონდა ადრე თემები იმის შესახებ თუ როგორ შეძლებდა სხვა კომპანია მაგალითად აბონენტამდე ელენერგიის მიწოდებას ვთქვათ თელასის გადამცემი ხაზებით,,,
1-გადამცემი ხაზები საქართველოსაა
2-სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაატარებს სხვა კომპანიის ენერგიას ე.წ "თელასის ხაზები"
აი ეს არის ევროპისკენ სწრაფვა და ევროპული ღირებულებები
და არა მონოპოლია ყველგან და ყველაფერში......