აკაკი ჩხაიძე ბრუნდება?
ქოცნება...უხ თქვენი!!!!
სამეგრელოს შემდეგ ქართული ოცნება მაჟორიტარს გურიაშიც ცვლის
2016-08-20 15:48:09869 ნახვა
img
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ ლანჩხუთი ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატის , თემურ ჭკუასელის ჩანაცვლებას ფიქრობს. ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა, კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. იგივე წყაროს ცნობით, ეს მესიჯი,გურიაში ამ დღეებში ჩამოსულმა, კახი კალაძის გარემოცვის წევრმა, ილა კეჭაყმაძემ ჩამოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, კეჭაყმაძეს გაუჭირდა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ხელისუფლების ჭკუასელის სასარგებლოდ მუშაობაზე დაყოლიება. მეტიც, ლანჩხუთის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ უარი განაცხადა სათავეში ჩადგომოდა თემურ ჭკუასელის საარჩევნო შტაბს. როგორც წყარო ამბობს წაგებულ თამაშში შესვლა და პასუხისმგებლობის აღება არავის სურს. გავრცელებული ინფორმაციით,ლანჩხუთის ხელისუფლების სიმპატიები ლანჩხუთი ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის მხარესაა. ჩხაიძისვე გუნდში შესაძლოა უახლოეს დღეებში ჩოხატაურის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც ვიხილოთ. კეჭაყმაძის ვიზიტს უკავშირდება ასევე მმართველი პარტიის შიდა კვლევების ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გაცნობა. ამ კვლევებით, რასაც ,,ქართული ოცნება“ არ ასაჯაროებს და არც ოფიციალურად ადასტურებს, ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პირველ სამეულშიც კი ვერ ხვდება, მას ოპონენტი „ნაციონალებიდან“ ნინო კვიტაიშვილი მნიშვნელოვნად უსწრებს. ხოლო ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ამაყად „მორბენალ“ არჩილ თალაკვაძეს, მეორე ტურში გასასვლელადაც კი „გვარიანი ოფლის ღვრა“ უწევს, რადგან თანაბარი მაჩვენებელი ერთბაშად ხუთ კანდიდატს აქვს. თბილისის შეშფოთებას ოზურგეთის პარკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიც ზრდის. როგორც ამბობენ, ქვეყნის დედაქალაქში „ოცნების მამები“ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასულ ქვეყანაში ერიდებიან ლოკალურ დაპირისპირებებს. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ამ აჟიოტაჟმა შესაძლოა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს არჩილ თალაკვაძეს და კეჭაყმაძეც ოზურგეთში სასწრაფოდ სიორიძის "მოსათოკად“ და ადგილობრივი „ცხელი ტვინების“ „გასაგრილებლად“ მოავლინეს. „გურიის მოამბე“ შეეცადა ამ ინფორმაციის უშუალოდ პირველ წყაროსთან, თავად ილა კეჭაყმაძესთან გადამოწმებას, თუმცა მან ჯერ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო როცა ჩვენს კორესპონდენტმა კურორტ ბახმაროში, დოღზე, კეჭაყმაძე მეგობრის მანქანაში შემთხვევით იმ დროს ,,აღმოაჩინა,“ როცა ეს უკანასკნელი რამდენიმე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელს მინითათბირს უტარებდა და ქალაქ ოზურგეთის მერს შენიშვნებს აძლევდა, მან ,,გურიის მოამბის“ არცერთ შეკითვას არ უპასუხა, მიზეზად მწყობრიდან გამოსული საკუთარი ავტომობილი დაასახელა და ადგილიდან „გაუჩინარდა“.
http://timesnews.ge/index.php/news/news_details/5392
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3