...დაქირავებული თუ შემთხვევითი "ფიგაროები" ბევრი მინახავს, მარა მსგავსი ეგზოტიკური ფენომენი არ შემხვედრია!
ჩვენი პრესა და ტელევიზია ხო ერთი დიდი ინჭორბიუროა და ხეირიანად ვერ გაიგებ ვერაფერს ... პუტინის შემოგდებული კიდე ერთი ოლიგარხიო, მიშას მე-7 კოლონაო, ბიძინას ბიზნეს-მძახლიო და რა ვიცი კიდე რა აღარ!
...მეც ავდექი და შევედი მის ფეისბუქ-გვერდზე და ლამის ცრემლი მომადგა თვალზე...აი სადღაც, მაქსიმ გორკის და დევიდ კოპერფილდის ბიოგრაფიების საშუალო არითმეტიკული !
მოვიდა გულანთებული ... დეიდებო, ბიძიებო, ბაბუებო, ბებიებო, მშობლებო, პენსიონერნო და მიუსაფარნო, ნუ გეშინიათ თქვენთანა ვარ "სული წმინდის მადლით" და უნდა გიშველოთო!
წავიდა გულგატეხილი... ბევრი გიყურეთ, დაგაკვირდით მაგრამ თქვენისთანა ურწმუნო თომებს და პოლიტიზირებულ ნაროდს მაინც არაფერი დეშველებათო!
ისევ დაბრუნდა იმედით გაბრწყინებული ... ბევრი ვიფიქრე და დაწყებული საქმის მიტოვება, ჩემგან უნამუსობა იქნებოდა და ბოლო მაჯისცემასაც თქვენს კეთილდღეობას ვანაცვალებო!
...მოკლედ საგონებელში ვარ ჩავარდნილი ამდენი ჯიგარი საპრეზიდენტო კანდიდატი და + კიდე ჩერნოვეცკი!
და ისევ მის დადებულ "აფორიზმს" მოვიშველიებ...

ან თუნდაც ეს ჯიგარი კაცური-კაცი?!...
This post has been edited by Stalker2005 on 21 Aug 2016, 15:22