#48649418 · 24 Aug 2016, 15:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„გირჩის“ ინიციატივა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღეს. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მოქმედი კონსტიტუცია, სახელმწიფოს უზენაესი კანონი, რომლითაც განისაზღვრა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ძალაუფლების სათავე არის ხალხი. ამავე კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ საქართველო არის რესპუბლიკა, რომლის ყველა მოქალაქე სარგებლობს თანაბარი უფლებებით და სადაც დაცულია ყველა მოქალაქის თავისუფლება.
ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველო არ ზეიმობს კონსტიტუციის მიღების დღეს და ზოგადად, ნაკლები სამოქალაქო დღესასწაული გვაქვს. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ გამოდის ინიციატივით, რომ 21 თებერვალი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღე და 24 აგვისტო - საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიღების დღე გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულებად (არა დასვენების დღედ).
ეს იქნება სახელმწიფო მენტალიტეტისა და დემოკრატიის განსამტკიცებლად, ასევე სამოქალაქო აზროვნების გასავითარებლად განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტი.
რას ფიქრობთ გირჩის ინიციატივაზე?
|