საოცრებები აკეთეს გოლებზე,აგერ ფანებთან თავი უმართლებიათ სტანდარტულებიდან გაგვივიდა და რა ვქნათ,რა ჩვენი ბრალია,ვიბრძოლეთ მაგრადო
პირველი გოლი . მიმოხილვაში არ ჩასვეს რატომღაც,რასაც მოყვარ პირველი კუთხური,პარუნაშვილი იყო,საოცარი რაღაც გააკეთა,მოისროლა ბურთი კუთხურზე საერთოდ უწყინარ სიტუაციაში .
კუთხურზე როგორ დგანან . ჯერ არვიცი რჩევა-დარიგება იყო ასეთი თუ რა ჯანდაბაა ეს ან სად ნახე,6 კაცი დგას საჯარიმოში,ძელებთან არავის არ აყენებს მეკარე,აქეთ საჯარიმოს მისადგომებთან თავისთვის დგას ჯიღაური,რატო დგას ან რა უნდა გასარკვევია ეგეც,იდეაში გადმოვარდნილ ბურთს ელოდება რო წამოიღოს ალბათ სწრაფად ? ან არვიცი
6 ნი არიან 4 ის წინააღმდეგ . საგულისხმოა ესეც .

ახლა ჩაწოდებაზე,2 კაცი გადადის ერთ პაოკის ფეხბურთელზე,2 აქეთ კაცზე,ერთი აქეთ პარუნაშვილი,ამისულაშვილი რჩება ეულად იქ,დგას,წესით უნდა ხვდებოდეს რო შემოირბენს იმ 4 იდან ერთ-ერთი მაგ ზონაში,მისი ზონაა და უნდა დაასწროს,მაგრამ სანამ მაგან ეს გაიფიქრა ან გაიაზრა,ან საერთოდ თუ ქონდა ეს მომენტი,მანამდე ლეო მატოსი უკვე ბურთთანაა და 0-1 . საგულისხმოა რო ჯიღაური გაუნრევლად დგას ისევ საჯარიმოს წინ და მშვიდად უყურებს ამას

შემდეგ მომენტი,სადაც სასწაულად გადავრჩით,აქ როგორ ვერ გაიტანა რავიცი
სწრაფი შეტევა წამოვიდა,გაათამაშეს და ყველა ხვდებოდა რო ლობჟანიძის უკან ზონაში უკეთებდა გამჭოლ პასს

პაოკის ფეხბურთელიც რამდენად უკანაა და სიღრმიდან აპირებს შერბენას,ლობჟანიძეს დროც აქვს,უპირატესობაც რო ეს პასი ჩაჭრას ან მიხვდეს რა ხდება,მაგრამ ვერაფერი,ბატივით მის უკან აღმოჩნდა წამებში

მეორე გოლი,ასევე უაზრობა სრული და უკლასობა,ჩაწოდება უწყინარი ფლანგიდან,ეს მეკარე მუნჯია ალბათ,რენეს არ დაუძახა ან რავიცი რა ქნეს,ამან დაასწრო თავით და კუთხურზე მოიგერია .

აქაც ძალიან საინტერესოდ დგანან,ძელებთან კვლავ არავინ არ დგას და არ აზღვევს,საჯარიმოს წინ ამჯერად ორი მაყურებელი დგას,შუა ნაწილში კაცი შვილი არ გადადის,ერთად ჯგუფად დგანან,ერთი პასით პაოკის ფეხბურთელი 6 კაცს ტოვებს უმოქმედოდ და გადის გოლი .

მესამე გოლი,წამოიღეს საჯარიმოდან,უადვილესად გაჭრეს ცენტრი,5 კაცი მოსდევთ ცხვრებივით,მოსდევთ რა,მოდიან

ახლა რამდენიმე ჩამორჩა გზაშივე,იმიტო რო ვერც კი დარბიან,იქეთ წავიდა ბისესვარი აშკარად სისწრაფეზე და ჩაწოდებაზე,ნუ რენემ ითავა მაგის გაჩერება,აქეთ შერბის პერეირა,დააკვირდით მასთან მყოფ ორ მცველს,რომლებიც ვერც იაზრებემ რო ჩაწოდება იქნება მალე და სასწრაფოდ კაცზე უნდა გადმოვიდნენ

ბისესვარმა რათქმა უნდა რენე ჩაიხია,ისევე როგორც ზაგრებში მეორე გოლზე ფლანგიდან,რენე დარჩა ადგილზე,ჩაწოდება და ამისულაშვილი და თევზაძე დადგნენ და უყურებენ პერეირა როგორ გაიტანს ბურთს კარში,ოდნავაც ვერ შეუშალეს ხელი

ცნობისთვის პაოკის ფორვარდი ფაკუნდო პერეირა 1.70 სმ სიმაღლეში - ამისულაშვილი 1.87 სმ .
ნუ თევზაძე გოლის მერეც ვერ მიხვდა მემგონი რა ხდებოდა ან რა შეიძლებოდა ექნა
=============
რა უნდა თქვა ამ ყველაფერზე
გუნდს არ ეტყობა მწვრთნელის მუშაობა არაფერში
საშინლად დაშორებულია ყველა რგოლი ერთმანეთთან
არანაირი ურთიერთშეთანხმება და კოორდინაცია,დადის ყველა თავისთვის
არავინ იცის მისი ფუნქცია ზუსტად და არ ასრულებს პოზიციის შესაბამის ქმედებებს
ვერ აზროვნებენ სწრაფად,ვერ ხვდებიან შესაძლო გაგრძელებებს,არაფრისგან მომენტს უქმნიან მეტოქეს
და ა.შ.
საქართველოს ჩემპიოანტი მაქსიმუმია ამათთვის
ცალკე უნდა მიუძღვნა თემა პაპუნაშვილს,რეები აკეთა და რა ითამაშა,გულისრევა იყო სრული,თან აქეთ ჩხუბობდა,საშინლად ცუდი იყო .
This post has been edited by Dima Fan on 19 Aug 2016, 01:57