პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
სამუშაო პროცესი 3 ძირითად სამუშაო მიმართულებას მოიცავს.
1. შენობების აღდგენა-განახლება.
2. კომუნიკაციების შეცვლა-ახლის მოწყობა.
3. გამზირის კეთილმოწყობა.
შენობებზე სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელიც 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო, დასრულებულია. მიმდინარეობს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იმ ნაწილების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს აღდგენას შენობების კონსტრუქციული გამაგრების აუცილებლობიდან გამომდინარე,
სამუშაოები განხორციელდა, წინასწარ მომზადებული პროექტების მიხედვით, საავტორო ზედამხედველობით და არქიტექტორების აქტიური მონაწილეობით.
45 შენობიდან, რომლებზეც მიმდინარეობს სამუშაოები, 38 ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომლებსაც მაქსიმალურად შეუნარჩუნდათ ისტორული იერსახე და მათზე განხორციელებული ყველა სამუშაო განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო.
5 თებერვლიდან დღემდე შენობებზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
• შენობების შესწავლა ადგილზე (დაზიანებული ნაწილების გახსნა-დემონტაჟი)
• შენობების კონსტრუქციული გამაგრება
• შენობების ზედაპირების რელიეფური ლესვა (ქვიშა-ცემენტის, გაჯის და კირის ხსნარებით)
• დეკორატიული ელემენტების აღდგენა-რესტავრაცია და ახალი, არსებულის ანალოგიური ნაძერწი ორნამენტების დამზადება-მონტაჟი (რომელთა შენარჩუნება ვერ მოხერხდა)
• შენობების სახურავების შეცვლა-აღდგენა
• წყლის გადაყვანის სისტემის მოწყობა (საცრემლეები, წვიმის სატარი მილები და ღარები)
• ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი (ხის ჭვირულიაივნები, ფანჯრები, ხის კარები, დარაბები, წინფრები და ა.შ.)
• შენობების ნაწილზე სადარბაზოების, მათ შორის ისტორიული სადარბაზოების აღდგენა
• ლითონის ჭედური ნაკეთობების რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი
• ფასადზე ისტორიული მხატვრობების აღდგენა
შენობების დიდ ნაწილზე აღშნიშნული სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის დამატებითი სამუშაოც, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების დემონტაჟს და ახლის მშენებლობას.


დანარჩენი აქ
https://www.facebook.com/tbilisifund/photos...?type=3&theaterიმედია ესენიც გიფსო-კარდონით აკეთებენ ექსტერიერს