სულ ახლახანს დაგვიკავშირდა ადამიანი, რომლის ვინაობას კონფედენციალურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ დავასახელებთ, თუმცა თავად წყარო უარს არ ამბობს ვინაობის გამხელაზე. მისი თქმით, საქართველოში პრორუსულ ძალად მიჩნეული ვალერი კვარაცხელია რეალურად საქართველოში პერსონა ნონ-გრანტად მიჩნეული აგასი არაბიანის პროტეჟეა რუსეთში. წყაროს თქმით, კვარაცხელიას მფარველობს ოსი დეპუტატი ტაისაევი, რომელიც იყო კოკოითის მხარდამჭერი და ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ტრუსოს ხეობაც უნდა მიეთვისებინათ ოსებს.
-„განახებთ ფოტოს და გაასაჯაროეთ. საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს“-განაცხადა წყარომ და ეს ფოტო მოგვაწოდა.
ფოტოს ნახვის შემდეგ, მოვიძიეთ ინფორმაცია და ეს სურათი ჩრდილო ოსეთის ელფეპერის თავმჯდომარის გვერდზეც ვნახეთ.
http://www.geomediatv.ge/%E1%83%90%E1%83%A...83%98%E1%83%9C/