#48650964 · 24 Aug 2016, 20:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.mo.gif პირად თემაში მქონდა ჩატანილი საკითხი, ახალი წესის დამატების შესახებ, რომელიც ეხება იუზერისთვის სხვა სახელის დაძახებას.
კერძოდ, უნდა აიკრძალოს ფორუმზე იუზერისთვის გოჩას დაძახება, ნებართვის გარეშე. მიუხედავად იმისა, ჰქვია იუზერს გოჩა, თუ არა.
მსგავსი წესი არ არსებობს ახლა, შესაბამისად ნებისმიერი იუზერს შეუძლია უბრალოდ ადგეს და გოჩა დაუძახოს ვიღაცას სადაც მოესურვება იქ, რაც დამეთანხმებით, უთანხმოების, შუღლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. yes.gif
ტიმმა მირჩია გამეხსნა თემა ამ განყოფილებაში, რათა ყველას დაეფიქსირებინა აზრი. თუ თვლით, რომ ეს წესი უნდა ჩაემატოს წესდებაში, დაპოსტეთ. boli.gif თუ მიგაჩნიათ, რომ წესი არ უნდა არსებობდეს, შესაბამისი არგუმენტები მოიყვანეთ.
--------------------
თქვენ რომ უნდა გაფრენილიყავით?
ბევრი ახალთახალი კაწიუკაა ეზოში, გორგალებივით სხედან
|