MONTY
I R L Y M ! ! !

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18740
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09
|
#49904672 · 11 Feb 2017, 06:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ჩვენ გვჭირდება უფრო ფართოდ განვმარტოთ რას ნიშნავს ლარის გაუფასურება. თუ ჩვენ ავიღებთ სხვა ვალუტებთან მიმართებით ლარის კურსს და შევეცდებით, რომ ყველა ეს ვალუტა ერთ რიცხვში მოვაქციოთ, მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების კურსს და დავითვლით საშუალო გაცვლით კურსს (ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი), მივიღებთ, რომ საშუალოდ 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი მხოლოდ 4.1%-ით არის გაუფასურებული იმ ქვეყნების ყველა ვალუტასთან ერთად აღებული, ვისთანაც ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს (მაშინ, როდესაც მხოლოდ დოლართან მიმართებით ის ამ პერიოდში 69%-ით არის გაუფასურებული). ასევე მაქსიმალური გაუფასურება მთელს ამ პერიდში იყო 10.55%. ეს ხაზს უსვამს, ერთი მხრივ, იმას, რომ დოლარის გამყარება გლობალური ტენდენციაა, ხოლო, მეორე მხრივ, იმას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მეტ ნაკლებად ყველა ვალუტა გაუფასურდა. ამ ფონზე ლარის გაუფასურების შეჩერება ხელოვნური ინტერვენციებით შესაძლოა ცუდი შედეგების მომტანი ყოფილიყო.
ყურადღება მივაქციოთ ლარის ქცევას ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რომელთა მისამართითაც ლარი მხოლოდ 4.1%-ით არის გაუფასურებული 2013 წლიდან. https://idfi.ge/ge/reasons_for_lari_devаlvation
|
პ.ს ერთ-ერთი მიზეზი გაუფასურების იმპორტ-ექსპორტი ხო არის ? იმპორტი (მლნ. აშშ დოლარი) 2010 - 5236 2011 - 7072 2012 - 8056 2013 - 8023 2014 - 8602 2015 - 7730 2016 - 9852 (წინასწარი მონაცემები )
საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი (FOB) (მლნ. აშშ დოლარი)
2007 - 1232 2008 - 1495 2009 -1134 2010 -1677 2011 -2186 2012 -2377 2013 -2911 2014 - 2861 2015 -2205 2016 - 2114 (წინასწარი მონაცემები )
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (მლნ. აშშ დოლარი) 2010 - 1380 მლნ 2011 - 1693 მლნ 2012 - 1606 მლნ 2013 - 1812 მლნ 2014 - 1873 მლნ 2015 - 1637 მლნ 2016 - 1658 მლნ (წინასწარი მონაცემებით )
რამდენიმე კითხვა 1. ექსპორტიც და იმპორტიც რატო ფიქსირდება დოლარებში მაშინ როდესაც ძირითადად EU ში და სხვა ქვეყნის ადგილობრივ ვალუტებით ხდება გადახდა როგორც ექსპორტისას ისე იმპორტისას მაგ: 2015 წელს ევროკავშირიდან იმპორტი : 2 518 647,5 მლნ დოლარში ფიქსირდება საქსტატში ევროკავშირის 28 ქვეყნიდან არცერთში არ არის დოლარი ეროვნული ვალუტა, არის ევრო და ბრიტანეთში ფუნტი + რამდენიმე ეროვნული ვალუტა თითქმის ყველაფერი იყიდება ეროვნულ ვალუტაში , მათ შორის ავტომობილებიც და ა.შ დსთ ს 11 ქვეყნიდან იმპორტი 1 968 433,8 მლნ დოლარი 11 ქვეყნიდან არცერთს არ აქვს აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტად და ძირითადი პროდუქცია როგორც ვიცი ადგილობრივ ვალუტაში იყიდება
დანარჩენი 89 ქვეყნიდან იმპორტი 3 243 021,6 მლნ დოლარი 89 ქვეყნიდან 11 ქვეყანის იმპორტი არის 92% და 78 ქვეყნის წილი 8% 11 ქვეყნიდან მლნ დოლარი თურქეთი --- 1 327 397,5 --- 40,93% ჩინეთი --- 587 378,8 --- 18,11% აშშ --- 252 954,2 --- 7,80% იაპონია --- 211 309,4 --- 6,52% ემირატები -- 210 180,8 --- 6,48% ირანი --- 92 308,0 --- 2,85% ბრაზილია --- 71 244,3 --- 2,20% ჰონკონგი --- 66 936,4 --- 2,06% შვეიცარია --- 62 810,9 --- 1,94% ინდოეთი --- 50 649,5 --- 1,56% კორეა --- 50 513,4 --- 1,56%
მხოლოდ ამერიკის ეროვნული ვალუტა არის აშშ დოლარი და სხვა ქვეყნებში ძირითადად ყველაფერი ეროვნულ ვალუტებში უნდა იყიდებოდეს
2.2016 წელს ფულადი გზავნილების 93.29% - 15 ქვეყნიდან და ამ შემთხვევაშიც დოლარში აფიქსირებენ მაშინ როდესაც ევროპის 5 ქვეყნიდან საეჭვოა დოლარი გადმორიცხონ მაშინ როდესაც ევრო აქვთ ეროვნულ ვალუტად და ევრო დოლარზე მეტი არის რუსეთი აშშ იტალია საბერძნეთი თურქეთი ისრაელი ესპანეთი გერმანია უკრაინა აზერბაიჯანი გაერთიანებული სამეფო საფრანგეთი ერაყი ყაზახეთი კანადა
3. რამდენით უნდა შემცირდეს იმპორტი ან რამდენით უნდა გაიზარდოს ექსპორტი იმისთვის რომ 2.0 მდე ჩამოვიდეს კურსი ? 2015 - 2205 - ექსპორტი 2015 - 1637 - რეექსპორტის გარეშე 2015 - 7730 - იმპორტი 2015 - მინუს 5525 სავაჭრო სალდო იმპორტი 4000 რო ყოფილიყო და ექსპორტი იგივე , სავაჭრო სალდო მინუს 1795 და ეს როგორ გავლენას იქონიებდა ვალუტაზე ? 4. გზავნილები რომელიც არის მაგალითად ტანსაცმელი , ტექნიკა და სხვა მსგავსი მატერიალური პროდუქტი რომელსაც გასაყიდად არ შემოდის მაგრამ მაინც ხდება მათი ღირებულების შეფასება და შემდეგ განბაჟება , ეს თანხა ფიქსირდება თუ არა იმპორტში და რა გავლენას ახდენს ან რატო ახდენს გავლენას ? მაგალითად მე რო 10 ცალი კურტკა სხვადასხვა გამოვგზავნო რომლის ღირებულებაც არის 2000 ევრო, მომიწევს 18% ს გადახდა ხო ? ხოდა ეს 2000 ევრო რატო უნდა ფიქსირდებოდეს იმპორტში მაშინ როდესაც ეს არის პირადი მოხმარებისთვის სახელმწიფოს შემოსავალი უნდა მაგრამ ეს ხო გავლენას ახდენს იმპორტ-ექსპორტზეც და სავაჭრო ბალანსზე ? ერთი სიტყვით არაფულადი პირადი გზავნილები თუკი აისახება იმპორტში , ეს რომ არ აისახოს ხო შეუწყობს ხელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას ? !
This post has been edited by MONTY on 11 Feb 2017, 06:43
--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!
სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !
I R L Y M! ! !
https://www.facebook.com/IntProtest https://CAUCASUSOFFLINE.COM
|