Audi - მან დადო მომავლის ნაღმი, რომლის აფეთქებაც ყველა ავტოკონცერნს აღშფოთებს!
________________________________________________________
კიდევ ერთი ინოვაცია ავტოინდუსტრიაში, რომელიც მე მჯერა, სრულ გადატრიალებას მოახდენს!
ეს პოსტი ყველა იმ შეხედულების ადამიანს წააკითხეთ, ვისაც Audi - არა წამყვან, არამედ მეათე ხარისხოვან კომპანიათ მიაჩნია ავტოინდუსტრიაში.
დავიწყოთ E-Tron-ით, ვინც იცის, თუ რას ნიშნავს E-Tron-ი და რა დიდი სიტყვა თქვა აუდიმ, E-Tron-ის შექმნით, მას ეს სტატიაც დააინტერესებს.
რა ჯანდაბაა ეს?! - გიცანით, ეს არის: Audi Mesarthim F-Tron Quattro!!!
ვისაც კითხვა არ გეზარებათ, მომყევით.
გამომდინარე იქიდან, რომ სამყაროში გაჩნდა ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ ერთ დღესაც, უბრალოდ აღმოჩნდეს, რომ შავი ოქრო (ნავთობი), უბრალოდ ამოიწურა, აუდი მუშაობს ალტერნატივაზე. ალტერნატივად აღიქმება, როგორც წყალბადი, ასევე ელექტრო ძრავები, თუცა არსებობს კიდევ რაღაც, რაზეც აუდი თავდაუზოგავად მუშაობს - ეს არის ბირთული ავტომობილი!
სახელი Mesarthim - გამომდინარეობს, ვარსკვლავური სისტემიდან (Aries constellation) - და ეს სწორედ იმიტომ, რომ ავტომობილში გამოყენებული უნდა იქნას, სარაკეტო მეცნიერებიდან აღებული თეორიები, რომელიც პრაქტიკაში 100%-ით მუშაობს.
მისი შემქნელ-დიზაინერ-პროექტორი გახლავთ, რუსი დიზაინერი: გრიგორი გორინი.
მისივე თქმით, ეგრედწოდებული „Motor One“ (მოტორ1) - რომელიც გახლავთ თერმობირთული, პლაზმური ინჟექტორების მქონე, ბირთული ძრავა, განთავდება ავტომობილის შუა ნაწილში.
თერმობირთული რეაქტორი, გამომუშავებული ენერგიით, აამუშავებს ტურბინას, საბოლოვოდ ენერგია შეერწყმება გენერატორს, რომელიც დატენის ლითიუმის ბატარეიებს, ეს ბატარეები იქნება, ელექტრო ძრავების მამოძრავებელი წყარო, რომელიც ყველა საბურავს საკუთარი ექნება.
რაც შეეხება მის დაკიდების სისტემას: მასში გამოყენებული იქნება, მაგნიტური ჰიდროდინამიკური სისტემა, რომელიც იყენებს სატანკო მაგნიტურ სითხეს, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომობილი ზედაპირის მიმართ, მაგნიტური ძალის მეშვეობით იყოს „დაკრული“.
ეს არის სიტყვა აუდისგან, როგორის მსგავსიც, ჯერ არავის უთქვამს ავტოინდუსტრიაში!!!
რაზეა საუბარი, კარგად გაიაზრეთ, სად ვართ და სად მივდივართ, სად მიგვაქანებს ტექნოლოგიები.

