მას შემდეგ, რაც საქართველოს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდნენ, მოძრაობა `ივერიელების~ ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი დაგვიკავშირდა და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი სიტყვებით, `ნაცმოძრაობა~ საქართველოში არჩევნებისთვის შეიარაღებულ დაპირისპირებას გეგმავს.
– საყოველთაოდ ცნობილია `ნაცმოძრაობის~ რევანშისტული ხასიათის შესახებ, მაგრამ მათი განწყობები მხოლოდ ემოციებზე აღარ არის დამყარებული. ისინი შეიარაღებული გზით აპირებენ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
უკრაინაში იწყება ყირიმის ომი, აფხაზეთიდან გადმოდის იარაღი. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში იმყოფებიან ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დაჯგუფებების წევრები, ძველი სისხლისმღვრელი ზონდერები.
8 ოქტომბრისთვის აჭარიდანაც დაიწყება კონფრონტაცია, სადაც ვარშალომიძე კრეფს თანამებრძოლებს, თათბირობენ და გეგმებს აწყობენ.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან სამეგრელოში იარაღი შემოვა, აჭარიდან ვარშალომიძე დაიძრება თავისი ხალხით, ეს გეგმა რუსულ სპეცსამსახურებთან არის შეთანხმებული, დასავლეთ საქართველო ნაცებმა რომ ჩაიგდონ ხელში, რათა შუა წელში გადატყდეს საქართველო.
ნაციონალებს სურთ ყველანაირი ხერხით მოახდინონ დესტაბილიზაცია. არეულობა დაიწყება 8 ოქტომბერს გვიან ღამით და პროცესები დილით უკვე შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება.
9 ოქტომბერს დილით ნაციონალები გამოაცხადებენ, რომ `ნაცმოძრაობამ~ გაიმარჯვა არჩევნებში, რის გამოც აჭარიდან დაიწყება ვითომ გამარჯვებულთა მსვლელობა ქუთაისისკენ, ზუგდიდში კი შეიარაღებული ძალები უკვე დაიკავებენ სახელისუფლებო დაწესებულებებს, იქნება შეხლა-შემოხლა და არეულობა. როგორც მითხრეს, სამეგრელო და, კერძოდ, ზუგდიდი არის ის ადგილი, სადაც ნაციონალებს მეტი კონტროლი აქვთ. ამასობაში მზად იქნება გიგი კალანდაძის შეიარაღებული და გაწვრთნილი ჯგუფი უკრაინაში, რომელსაც სახელად `პატრიოტი~ ჰქვია. `პატრიოტი~ დაკომპლექტებულია დაქირავებული მებრძოლებით, როგორც უკრაინელებით, ისე ქართველებით და ელოდებიან, როდის გაიხსნება რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი ფრონტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს, იარაღის მოძრაობა დაიწყება აფხაზეთისკენ. მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას, ასევე ახალაიების საძმაკაცო იარაღით შემოვლენ. მათ დაემატებიან უკრაინიდან დაძრული გიგი კალანდაძის ჯგუფები.
აჭარიდან დაწყებული მსვლელობის პარალელურად, რუსეთი განაცხადებს, რომ რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გავიდა და თავის შენაერთებს შემოიყვანს სამეგრელოს ტერიტორიაზე.
ამ ფონზე სააკაშვილი მხსნელად უნდა მოევლინოს საქართველოს. დასავლეთის მხარდაჭერით, ვითომდა, ის დაასტაბილურებს სიტუაციას და შეეცდება აღიდგინოს ლეგიტიმაცია ხალხში.
– სააკაშვილი აჭარიდან შემოვაო, ამბობენ.
– მიშა ჰპირდება თავის მომხრეებს, რომ აჭარიდან შემოვა, მაგრამ 8 ოქტომბბერს ის საქართველოში არ იქნება. ის გეგმებს აწყობს რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, რათა, არეულობა რომ მოხდება, ევროკავშირის დიპლომატებთან ერთად რუსეთს უკუსვლა აიძულოს.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფარსია.
თუ დაიწყო უკრაინა-რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავება ყირიმის გამო, არეულობა საქართველოში გარდაუვალია.
ნაციონალებმა მშვენივრად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამიტომ სჭირდებათ ძალადობა, რაც უნდა აღკვეთოს მიშამ უცხოელ დიპლომატებთან ერთად და მათი დახმარებით.
თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა აფხაზეთში არიან და 8 ოქტომბრისთვის სამეგრელოში იქნებიან.
– ლევან, თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს თქვენი ეს შემაშფოთებელი ცნობები 8 ოქტომბრის არეულობების შესახებ?
– უკრაინაში არის ადამიანი, ჩემი ახლობელი, რომელიც დაახლოებულია `ნაცმოძრაობის~ იქაურ წევრებთან. ის მაწვდის ამ კონფიდენციალურ ინფორმაციებს.
– რატომ მაინცდამაინც აჭარა-სამეგრელოში, სხვაგან რატომ არ გეგმავენ მსგავს პროცესებს?
– იმიტომ რომ, ყველაზე მეტად აჭარაში და სამეგრელოში აქვთ ნაციონალებს ფესვები გადგმული.
– აჭარის ან სამეგრელოს ხელმძღვანელობამ ამ ამბის შესახებ არაფერი იცის?
– ჩემი აზრით, რაღაც-რაღაცები იციან, მაგრამ ამ ინტერვიუდან უკვე დადასტურებულად უნდა გაიგონ, რომ აუცილებლად არის მოსალოდნელი დესტაბილიზაცია.
– სანდრას როლი როგორია ამ საქმეში?
– ეს ქალბატონი, ვითომ სათნო ადამიანი, ვითომ ქველმოქმედებით და ჰუმანიტარული ღონისძიებებით დაკავებული, იმიტომ გამოაგზავნეს, რომ საფრთხის განცდა არ ჰქონდეს მოსახლეობას. სანდრა არის მეკავშირე და მოთვალთვალე, რომ გადასცეს სააკაშვილს, რა სიტუაციაა სამეგრელოში. ასეთივე როლს ასრულებს აჭარაში ვარშალომიძე. მან უნდა მოახდინოს აჭარაში `ნაცმოძრაობის~ მომხრეების მობილიზება.
ამ დღეებში ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას, რითაც შევეცდები ყველანაირად შევუშალო ხელი ნაციონალების ამ სისხლიანი გეგმის განხორციელებას. მაგრამ მე მაინტერესებს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ნაციონალების მომხრე თუ არამომხრე, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდება თუ არა, რომ `ნაცმოძრაობა~ ახლაც ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის?!
იმედს ვიტოვებ, შესაბამისი სამსახურები ყურად იღებენ ამ ინფორმაციას, ახალ სასტიკ სისხლისღვრას, რომელსაც გეგმავენ ნაციონალები, აარიდებენ საქართველოს და 8 ოქტომბრამდე მოხსნიან საარჩევნო რეგისტრაციიდან `ნაცმოძრაობას~.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი ფაქტიც – რომ გაგრძელებულიყო ირაკლი ღარიბაშვილის რადიკალური პოლიტიკა `ნაცმოძრაობის~ მიმართ, ასეთ შედეგებამდე არ მივიდოდით.
http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=29245არ გაბედოთ მკვლელებოოოოოოოო!
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet