19/02/2017 - კვირა - 15:00 საქართველო - გერმანია
და
12/03/2017 - კვირა - 15:00 საქართველო - რუსეთი
მოკლედ, რაშია საქმე...
რაგბის პოპულარობის მატებასთან ერთად, ლოგიკურად ქვეყნის მასშტაბით იზრდება, როგორც სარაგბო კერების გეოგრაფია, ისე მათი და შესაბამისად მორაგბეთა რაოდენობაც...
საქართველოში ორი ძირითადი სარაგბო კერაა - თბილისი და ქუთაისი. როდესაც ვსაუბრობ ძირითადი მეთქი ვგულისხმობ, როგორც სარაგბო ტრადიციებსა და წარსულს ასევე აწმყოს (სამ პროფესიულ ლიგაში მონაწილეობს ჯამში 35 გუნდი, საიდანაც თბილისს წარმოადგენს - 14 გუნდი, ხოლო ქუთაისს - 3 გუნდი)...
ამ მხრივ ქუთაისი თბილისის შემდეგ ყველაზე მეტად (ან იქნებ თბილისზე მეტადაც სხვადასხვა არგუმენტით) იმსახურებს სარაგბო ქალაქის "ტიტულს", ქალაქი სადაც 3 გუნდი ბაზირებს: აია, ბაგრატი და არესი - ორი დიდი 10-ის მონაწილე, ერთი კი პირველი ლიგის
საბავშო გუნდების მხრივ ქუთაისი საფესტივალოდან "ა" ლიგის ჩათვლი ჯამში 12 გუნდითა (!!!) არის წარმოდგენილი.
ქუთაისს დიდი რაგბი ენატრება, მითუმეტეს იყო მცდელბა შარშან გერმანია აიაზე მიგვეღო, თუმცა უამინდოის მოტივით ფრენების შესაძლო გადადებამ გადაწყვეტილებაზე უარყოფითად იმოქმედა...
ყველაფერ ამის გათვაისწინებით გთავაზობთ წინადადებას, დავაფიროთ კავშირი (სრკ) და მომდევნო წლის ერთათასის ორივე საშინაო მატჩი (გერმანია, რუსეთი) ჩატარდეს ქუთაისში (მით უმეტეს, რომ სტადიონები ჯერ არ არის დასახელებული)...
ახლა ორი სიტყვაც გამოკითხვაში ჩამოთვლილ სტადიონებზე...
რუსთავის და რუსთაველებისადმი დიდი პატივისცემის და სიყვარულის მიუხედავად რუსთავს პერიოდულად აქვს სარაგბო ზეიმის ხილვის საშუალება - მზარდის ფორმატი, აშშ ტესტებზე...
ფოთი - ნამდვილად წაახალისებდა ფოთში რაგბის განვითარებს სანაკრებო რაგბი, მარგამ სტადიონისა და ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებული დამსახურებების გათვალისწინებით, ფოთს მოგვიანებით ვუგულშემატკივრებ
თბილისს გამოვრიცხავდი

თან რუმინეთზე დაფიქსირებული ბუმის შემდეგ ცოტა რაგბსაც მოვანატრებდი, რომ ნოემებრს ცარიელი ადგილი ვერ მოიპოვებოდეს სტადიონზე

აი ქუთაისს კი ალალად ვუსურვებ სანაკრებო რაგბს - დაიმსახურეს !
პ.ს.
არ ვარ ქუთაისელი, უფრო მეტი არგუმენტაცია მოვიყვანე (მგონი)
ჩემი ხმა ქუთაისს!