... ამ ქვეყანაში საცა გაიხედავ - ქუჩაში, სამსახურში, მას-მედიისკენ თუ ფორუმზე, "დედის-ტრაკის" კურსს მყარი ენერგეტიკული გაცვლითი პოზიცია უჭირავს ... სულ ერთიაიგივე დვიჟენია - "დდცტყყყ"-ები! რაის ჰუდონჰესი და ატომური ელექტროსადგური, რო შეიძლებოდეს და დააჯამო 1 დღეში "დედის-ტრაკის" გინებაში დახარჯული კალორიების ჯამური ენერგია მთელი თბილისის განათებას ეყოფოდა ალბათ მინიმუმ 1 წელი .
...ერთი ასეთი ისტორია მახსენდება, ერთ-ერთ "საყომარბაზო" ფირმაში, მეგობარი "პოკერის" სათამაშო აპარატებს არემონტებდა და 1-2 დღე მასთან ერთად მეც შევესწარი იქაურ ამბებს - ერთიდაიგივე პუბლიკა მოდიოდა, თამაშის წინ ერთმანეთს უყვებოდნენ, წინა დღით ვინ რა მაგრა "ჩახადა იგრავოი აპარატს", ბევრ "დდცტყ"-ებს ამბობდნენ და მერე თითოეული 100 ლარზე ნაკლებს არ აგებდა პოკერში!

... მინდოდა მეთქვა, რომ - "გამოხატვის თავისუფლება" მართლა კაი რამეა, მაგრამ მას ალბათ აზრი მაშინ აქვს, როცა ის გაგების რაღაც შედეგზეა ორიენტირებული და არა მხოლოდ მისი გამოხატველის ჯიგრის მოფხანვაზე!...ადამიანებო, ხალხო და ჯამაათნო, 25 წელია, პარლამენტში, მას-მედიაში თუ მის გარეთ, პერმანენტულად ერთიდაიგივე დვიჟენიებს უყურებთ - ვინ ვის უფრო მაგრად ეტყვის "შე -გამოღლევებულო"-ებს თუ "შენი დდცტყყყ"-ებს და ამ ხნის განმავლობაში, მუქთახორების და პარაზიტების უკვე მე-4 მოწვევის ხელისუფლებას ისე ვიცვლით , რომ ამ ქვეყანას, მის ხალხს, სიავისა და სიდუხჭირის გარდა, სხვა არანაირი "ხეირი" არ დატყობია.
...შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ფორუმს მე მაინც მივიჩნევ გამოხატვის ისეთ ცივილურ და თავისუფალ სივრცედ, სადაც პერსონები საკუთარ აზრს ანონიმურად აფიქსირებენ ისე, რომ ამ დროს ნაკლებად ზრუნავენ პიარზე თუ კარიერაზე და ძირითადად ორიენტირებულნი არიან აზრთა კონსენსუსზე, ან თუნდაც იგივე საპირისპირო შეხედულებათა მშვიდობიან თანაარსებობაზე. ამ მხრივ საერთოდ არ მესმის იმ პერსონების, ვინც დასავლურ ღირებულებებზე და ლიბერალიზმზე პირს იქაფებენ და ამ დროს განსხვავებულ აზრზე, "დედის-ტრაკის" გინების და იაზვური ღლიცინის ფაღარათები ეწყებათ ...ან ის რა ჯურის ლოღიკაა - თუ რაღაცაში დასავლეთს აკრიტიკებ, ზნაჩიტ "ღლე ღრუსეთუმე ხარ", "პუტინი თუ გეჯავრება, მაშინ ობამას უნდა ემთხვიო ტრაკზე", "ვინც მუყაითი პარტიზანკას პახაბნობაზე არ აღფრთოვანდა, ზნაჩიტ ტაბურეტკიან მამაოს აღმერთებს" და ა.შ.
... ამ დროს, საკმაოდ იშვიათად რომ იყოს იმაზე საგნობრივი მსჯელობა, თუ სინამდვილეში რამ განაპირობა საზოგადოებაში თუნდაც იგივე პრორუსული განწყობების ან იგივე დასავლეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ფონი - მხოლოდ ღრუსულმა პროპაგანდამ, თუ ასევე ანალურ ჭუჭრუტანებიდან გაპიარებულმა დასავლეთმა და იმ რეალობამ, რაშიც 25 წელია ვიხარშებით?! ... და ვიხარშებით იმიტომაც, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ "დედის ტრაკის კურსი"-ა უცვლელი და დანარჩენი ყველაფერი მიბმულია უცხოს მოწყალების მოლოდინებზე.
პ.ს.: ...რა ვქნა, არ მჯერავს "ქოცის" და "ნაცის", ორივე ერთი პანტის ჯიშზე ნამყნობი ყლორტია, როგორც თავის დროზე კომუნისტურზე ამყნეს მოქკავშირი და ახ-მოქკავშირი... ბოლო-ბოლო, არც იმ 4G-მამაოსი მჯერავს, ვაიფაით შემოქმედისგან ინსტრუქტაჟს რო იღებს და მერე ვიდეოაღსარებებს რომ იბარებს მდედრი მრევლისგან...და საერთოდ, რაც დრო გადის, თანდათან 12-კალიბრიანი აბრეზისკენ და მაჩეტესკენ ინაცვლებენ ჩემი სიმპათიები.
