#48689840 · 30 Aug 2016, 13:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესე იგი, ნაკურთხ წყალში თუ არანაკურთხს ჩაასხავ-ეკურთხებაო. ნაკურთხ წყალში (პროთიუმის ოქსიდში) რომ ჩავასხა საგრძნობლად მცირე ოდენობა დეიტერიუმის ოქსიდი, პროტონთა გადატანით ხომ მივიღებ დიდწილად ნახევრად მძიმე წყალს (შერეული ოქსიდი), ჟანგბადის ატომებით დიდწილად ორიგინალური ნაკურთხი წყლიდან? ამ სარეაქციო მასას რექტიფიკაცია რომ გავუკეთო და ნახევრად მძიმე წყლის ფრაქცია გამოვყო, ნაკურთხი ნახევრად მძიმე წყალი იქნება? ნაკურთხ მძიმე წყალში რომ აცეტონი ჩავასხა და ვამჟავო ოდნავ, დეიტერირებულ აცეტონს რომ მივიღებ ის იქნება ნაკურთხი?
|