მოკლედ რა პრობლემა მაქვს, ამაწლის მაისის თვეში მივაკითხე საბავშვო ბაღს, ჩემი შვილი მინდა შევიყვანო: როცა ბაღში მივედით დირექტორი შეგვხვდა თავაზიანად, გამოგვკითხა ყველაფერი,მაგრამ როცა საცხოვრებელი მისამართი ვუთხარი(სხვა რაიონში ვცხოვრობ, ბაღი სხვა რაიონშია) ეგრევე მოიღრუბლა, ადგილი არ გვაქვსო, - ჩვენი რაიონიდან რომ მოგვიყვანოს ვინმემ ბავშვი და ადგილი თქვენ გქონდეთ დაკავებული ხომ არ შეიძლებაო, მცხეთის გამგეობა აფინანსებს და კასპის რაიონის ბავშვი როგორ ჩავსვაო, არადა ფოტოზე ჩანს ჩემგან ის ბაღი უფრო ახლოა თუ კასპი. მაინტერესებს სად შეიძლება ინფორმაცია მივიღო - რომელ ბაღში რამდენი ადგილია ან საერთოდ არის თუ არა ადგილი, ეჭვი მაქვს დირექტორი მატყუებს. რა ვქნა მინდა ბავშვს განათლება მივცე, ბაღიც ხომ ერთერთი ეტაპია განათლების.
სოფელში ვცხოვრობ 10ეული წლებია(თუმცა თბილისელი ვარ) რა ვქნა გავდმობარგდე მეც, გავხადო თბილისი უფრო მეტად "თავკომბალა "

მოკლედ კითხვებს ჩამოვაალიბებ
1 სად შეიძლება ინფორმაცია მივიღო - რომელ ბაღში რამდენი ადგილია ან საერთოდ არის თუ არა ადგილი?
2 ან ონლაინ თუ ვერ გავიგებ 1 პუნქტის ინფორმაციას მაშინ სად მივიღო რეალურად?
3 ვალდებულია თუ არა დირექტორი სხვა რაიონის ბავშვი მიიღოს თუ ადგილი აქვს და მე მივმართე?
მადლობა წინასწარ , ეს ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანია .
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)