#48689784 · 30 Aug 2016, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში კახა კალაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა განაცხადა.
„ორი მიზნით ვიმყოფები საქართველოში. იმიტომ, რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფიდან და კიდევ ერთხელ შევთავაზო საარჩევნო კამპანიაში დახმარება, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც არის მწყობრი და კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემო. ეს ყოველთვის ასე არ იყო“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა.
მისივე თქმით, რასაც გარედან აკვირდება, ძალიან კარგი წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი.
|