ბევრი უჭერს მხარს კონსტიტუციურ მონარქიას, მაგრამ შეხედეთ ბაგრატიონებს? რომელი რომელია და რომელია კანონიერი მეფე, რომელიც ზეციურისკენ წაგვიძღვება, ვერ გაიგებს ვერც ერი და ვერც ბერი
მე გთავაზობთ რევოლუციურ იდეას - შევქმნათ კონსტიტუციური საერისთაოები , არაგვის ხეობაში, რაჭაში, ზემო გურიაში, ყველგან სადაც რუსეთის შემოსვლისას (ან ოდნავ უფრო ადრე) იყო მსგავსი ადმინისტრაცია, და რაც მთავარია, ქსნის საერისთაო, რომლის მფლობელობაში მთელი სამხრეთ ოსეთის აო შედიოდა (ნუ, 80% მაინც). ამასთანავე, ერთი ბაგრატიონების გარდა, გვეყოლება ბევრი სხვადასხვა ერისთავი, რომლებიც ორპალატიან პარლამენტში ზედა, ცერემონიალურ პალატას შექმნიან
ამაზე მაგარი იდეა რა გინდათ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სანამ 1880იან წლებამდე დაბადებულები არ მოკვდებიან, არაფერი ეშველება საქართველოს
