მეგობრებო 2 სექტემბერს, ჩვენი ბედოვლათი ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფაციო ეტაპის მომდევნო მატჩს გამართავს ირლანდიელების წინააღმდეგ. მატჩი 2 სექტემბერს თბილისში დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
საბედნიეროდ უბერებელი რობი კინი, რომელიც თითქმის ყველა მატჩში გვამწარებდა ხოლმე დასრულა კარიერა და აღარ იქნება, თუმცა ისეთი ფეხბურთელები ჰყავს ირლანდიას, ჩვენები ახლოსაც ვერ მივლენ. ძაან ძლიერი ახალი თაობა. ისღა დაგვრჩენია სახლის ფაქტორიდან გამომდინარე მხოლოდ ფრეზე ვიფიქროთ, რაც სასწაულია.
მოკლედ რაც შეეხება ირლანდიასთან თამაშებს, დღემდე 8 ჯერ გვითამაშია მწვანეებთან და რვაჯერვე წავაგეთ. (არცერთი ფრე, არცერთი მოგება)
გაგახსენებთ ისტორიას:
2016 წელი-მსოფლიოს შესარჩევი სტუმრად-ირლანდია -საქართველო 1-0 (გოლი, კოულმენი)
2015 წელი--ევროპის შესარჩევი სტუმრად-- ირლანდია-საქართველო 1-0 (გოლი ვოლტერსი)
2014 წელი---ევროპის შესარჩევი სახლში--საქართველო-ირლანდია 1-2 (გოლები: მაკ გიდი, ოქრიაშვილი, მაკ გიდი)
2013 წელი ამხანაგური მატჩი---- ირლანდია-საქართველო 4-0. (გოლები: კიო, კოქსი, რობი კინი, რობი კინი)
2008-2009 წწ-- მსოფლიოს შესარჩევი სტუმრად, ირლანდია - საქართველო 2-1 (გოლები: იაშვილი, რობი კინი, რობი კინი)
საქართველო-ირლანდია 1-2. (გოლები: დოილი,ვილანი. ლევან ყენია)
2003 წელი-ევროპის შესარჩევი სტუმრად, ირლანდია - საქართველო 2-0,
საქართველო-ირლანდია 1-2.
პ. ს. კოეფეიციენტები ძირითადად ტოტალიზატორებში ასეა, საქართველო-ირლანდია 5.5 ----3.5----1.67 (1.7-ის ფარგლებში)
ვის რა იმედები და პროგნოზები გაქვთ, გავტეხავთ ნავსს? მე პირადად მეეჭვება, თან ირლანდიას ქულები ჰაერივით სჭირდება
სატურნინო მდგომარეობა ასეთია:
1. სერბეთი------------- 12 ქულა
2. ირლანდია----------- 12 ქულა
3. უელსი---------------- 8 ქულა
4. ავსტრია--------------- 8 ქულა
5. საქართველო--------- 3 ქულა
6. მოლდოვა------------- 2 ქულა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)