მთელი სულითა და გულით ვუერთდებით გაასმაგებული "დალოცვით" ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან.
"ჯორჯიან ვოთერ პაუერის" ცხელ ხაზზე დავრეკე და უფროსებთან დაკავშირება მოვითხოვე. ხოოოდა, "ჩვენაო ვერ დაგაკავშირებთ, უფლება არა გვაააქო", -ესენი თურმე მხოლოდ მეხამრიდებად ჰყოლიათ.
ამიტომ "უფროსებისთვის" სათქმელი, "უმცროსებს" ვუთხარი, თუმცა არ გადასცემენ და ამიტომ აქაც გავიმეორებ:
თქვე ნამუსგარეცხილებო!!! ერთი არ აგცდეთ, რაც დღეს (და არამარტო დღეს, რადგან მოულოდნელად წყლის შეწყვეტამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო) ვაზისუბანში თქვენ მიმართ "ლოცვა-კურთხევა" აღევლინა.
თქვე გონებასუსტებო (ამის თქმის უფლებას თქვენი ორგანიზებული საქმიანობა მაძლევს), როდემდე უნდა ატაროთ თქვენი ერთი ადგილის ქეიფზე ასეულ ათასობით ადამიანი და თქვენი არაპროფესიულობის გამო დამატებითი პრობლემები შეუმნათ?
ალბათ, დარწმუნებულები ხართ, რომ მოქალაქეები გადასახადებს იმიტომ იხდიან, რომ თქვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასები გქონდეთ და არა იმიტომ, რომ დროულად მიეწოდოთ წყალი.
ზემოთ დაწერეს გრაფიკის შესახებ. ნეტავი მართლა გრაფიკით იყოს, გვეცოდინებოდა მაინც როდის მოგვაწოდებდნენ წყალს და როგორღაც გავაკეთებდით ორგანიზებას.
ახლა ვითომ მუდმივად გვაქვს წყალი, ვიხდით სრულ გადასახადს და ვიღაც არაპროფესიონალების "ჩირთიფირთზე" ვართ დამოკიდებულები, იქნებ მეასე მცდელობაზე მაინც შეძლონ ავარიის გამოსწორება.
ისეთი გამწარებული ვარ, რომ სიამოვნებით ვუერთდები სპლიყვის ცნობილ წყევლას და ვუძღვნი "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" არაპროფესიონალ და უპასუხისმგებლო თანამშრომლებს:
„შენ რადგან უსამართლოდ მომექეცი და მაწყენინე უფალს უზენაეს ღმერთს შევთხოვ რომ ისეთ დღეში ჩაგაგდოს სიკვდილი გენატრებოდეს და სიკვდილი გაგირბოდეს, წყეული და შეჩვენებული იყავი გწყევლი უფლის მიერ კაცისადმი მინიჭებული ძალაუფლებით, სისხლად გექცეს საკვები და დღე ღამედ, საკუთარი გვარის უბედურობის ხილვით გამწარებული ითხრიდე თვალებს რომ ვეღარ დაინახო შენი შთამომავლების სიმწარე, სიშლეგის სული მოგივლინოს უფალმა და ბილწ დემონთა ბუდედ იქცეს შენი გვამი, ხორცი გილპებოდეს ზეზეურად და საკუთარი გვამის სიმყრალე გახრჩობდეს, დაწვებოდე ძილი არ გეკიდებოდეს, ფეხზე მდგარი თვლემდე, შენს ცოლთან უცხო წვებოდეს შენს თვალწინ და უძლური იყო აღკვეთო შენი სირცხვილი, ავაზაკთა თავშესაფრად იქცეს შენი სახლი და შენი ქონება მეძავთა გასაფლანგად, წყურვილი გკლავდეს და შარდი გენატრებოდეს დასარწყულებლად, შიგნეულობა გაგიმწარდეს და ძვლები გექცეს ნაცრად, ტკივილი და ტანჯვა იყოს შენი მეგზური შენს დღეთა ბოლომდე, უზენაეს ღმერთს შევთხოვ მოგაწიოს ყველა წყევლა და შეჩვენება რომლითაც შენს მიერ ჩადენილი უსამართლობის გამო ნაწყენმა დაგწყევლე, ანგელოზთა დასი რომ დაგიდგეს შუამდგომლად და მთავარანგელოზებმა მთხოვონ შენი დახსნა ჩემი წყევლის სიტყვებიდან უკან არ წავიღებ, უზენაეს ღმერთთან გიჩივი შენი გულქვაობის გამო და მოვითხოვ მისგან სამაგიერო მოგიზღას ვიდრე ათასგზის არ შემთხოვ ნაცარში მონანული სიტყვებით მაპატიე.:
დროზე გაანძრიეთ ერთი ადგილი. თუ ასე გაგრძელდა, აქციების მოწყობის მეტი არაფერი დაგვრჩენია.