""ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ეთერში ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ უნდა ენდოს საზოგადოება და მისცეს საშუალება პარლამენტში შესვლის, როდესაც 2008 წელს, მისი პარტია არ ესწრებოდა სხდომებს და მაინც იღებდა ხელფასს, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ მას ქვეყნისთვის იმდენი აქვს გაკეთებული, რომ მთელი ცხოვრება იმსახურებს ხელფასს.."http://www.ipress.ge/new/42896-natelashvil...lfasi-mekutvnis მით უმეტეს...
შალვა ნათელაშვილი: "ლეიბორისტები" 20 წელია ხმელი პურით და ყველით ვართ გამოსულები"
http://www.ipress.ge/new/42883-shalva-nate...vart-gamosulebiმე კიდე მიკვირდა ნიკა გვარამიას შალიკოზე გული ასე რამ აუფანცქვალათქო?!
...აქუბარდიამ რაღა დააშავა იმ უშუქობის და უგაზობის დროიდან, მერე კიდე 9 წელეეეეეეეეე და დღემდე რომ პრასით და ცივი მჭადით მოვიდა?!
...ხუმრობა იქით იყოს და ბოლო-ბოლო ჩვენ რაღა დავაშავეთ ფორუმელებო, ლევი ფაზაზე მომუშავე IBM-ით და
"windows 93" -ბით დაწყებული, დღემდე რომ მოვდივართ ფორუმზე და პოლიტიკის მწვერვალებს ვლაშქრავთ?!
...მარტო ის რაც ყავა, ჩაი გვაქვს ჩაღვრილი და სიგარეტი ჩაფერფლილ-ჩამწვარი კლავიატურაში, მინიმუმ პენსია და კომპენსაცია არ გვეკუთნის?!
(იმაზე აღარაფერს ვამბობ ამ ფორუმმა რამდენი პოლიტიკოსი ფოლადივით გამობრძმედა და გამოაწრთო! )
This post has been edited by Stalker2005 on 31 Aug 2016, 21:14