ბიძინა ივანიშვილი - მცდელობა მქონდა, პაატა ბურჭულაძეს დავახლოვებოდი, თუმცა ჩემთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მოვიდა
14:04 01-09-2016
ბიძინა ივანიშვილი - მცდელობა მქონდა, პაატა ბურჭულაძეს დავახლოვებოდი, თუმცა ჩემთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მოვიდა გიორგი ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა ”ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რას ფიქრობდა ფოტოზე, რომელიც გავრცელდა და რომელზეც გიორგი ვაშაძე, ნოდარ ხადური და ზვიად ჯანყარაშვილი გონიოში, ერთ-ერთ ბარში იყვნენ გადაღებული.
”როგორც ჩანს, ცოლები მეგობრობენ, ან ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს, ეგ მე მგონი არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ისე ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა ”ქართულ ოცნებას”. ახლა რომ უნდათ აჩვენონ ეს და სიტუაციის აღრევა შემოიტანონ, მათ ვპასუხობ, რომ ეს არის პირველი ”ნაციონალური მოძრაობა” და ბურჭულაძეც იქ მივიდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მას ჰქონდა მცდელობა, რომ პაატა ბურჭულაძეს დაახლოვებოდა, თუმცა მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა.
”5-10 წუთით მოვიდა და მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ith-movida.htmlაქვე ბონუს კონტენტი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პაატა ბურჭულაძე - გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე
21:27 01-09-2016
გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე, - ასე უპასუხა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
“გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე მაშინ, ვერ გაიხსენა დღეს ეტყობა. რაც შეეხება უგულავას ნაჩუქარ საათს, ძალიან ნაწყენი ვარ დავით ნარმანიაზე, ზუსტად ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ყოფილ მერთან და ნარმანიას ჩემთვის ჯერ საათი არ უჩუქებია. ამ განცხადების შემდეგ, ალბათ, მაჩუქებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ „მაესტროს“ ეთერში.
ბურჭულაძის თქმით, მის მოძრაობაში არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეებიც შედიან, მაგალითად დავით ჯანდიერი. „მე კარები ყველასთვის ღია მაქვს“, - დასძინა პაატა ბურჭულაძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა, პაატა ბურჭულაძეს დაახლოებოდა, თუმცა მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა. ”5-10 წუთით მოვიდა და მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
This post has been edited by The13thFloor on 1 Sep 2016, 23:02