როგორც იქნა თბილისურ ხვატს დავაღწიე თავი და ერთი კვირით ჩემს თავს ნებივრობის უფლება მივეცი აჭარის ზღვისპირეთში
როცა ერთი კვირით მიდიხარ აჭარაში, გაქვს იმის მანდრაჟი, რომ სავსებით შესაძლებელია , ამ ერთი კვირის მანძილზე ამინდი აირიოს, წამოვიდეს წვიმა, ბათუმის ქუჩები დაიტბოროს, ამ დროს ზიხარ სახლში, რომლის ქირის ფული უკვე გადახდილი გაქვს და მარჩიელობ -თბილისში წამოსვლამდე გამოიდარებს?
ამჯერად გამიმართლდა. ამინდები იყო გადასარევი, რამდენჯერმე ღამე გაწვიმდა, მაგრამ დილას ისევ მზიანი ამინდი გამოვიდა
დასასვენებლად გონიო ავირჩიე.
სამწუხაროდ გონიოს სახელი ასოცირდება ბორდელებთან და მის მეპატრონე თურქებთან
ასე იყო მიშას პერიოდში და დამაინტერესა რა ხდება ახლა
ვინც გონიოში ნამყოფია, დამეთანხმება რომ ზღვა ძალიან სუფთაა. ასევე სუფთა წყალია კვარიათში და სარფში
გონიოში ღამღამობით არ ისმის ბათუმის და ქობელეთის ბარების და რესტორნების კაკაფონია და რია-რია
არის სიმშვიდე და სიწყნარე.
ღამე მოჩვენებითი სიწყნარეა..
გონიოში უფრო იგრძნობა თურქეთის სუნთქვა, ბათუმი 23 კმ-შია , ხოლო სარფის საზღვარი 5-6 კმ-ში
გზის გაყოლებაზე თურქული რესტორნები და ბარები, სასტუმროები
საღამოს ეს ბარები და რესტორნები თურქი მძღოლების საბირჟაო ადგილი ხდება, ამას ვაკვირდებოდი ჩემი თვალით და ერთ-ერთ რესტორან ბართან გავიცანი ქართველი ტაქსისტი, რომელმაც გულისტკივილით მითხრა -ამ ბარებში ქართველებს არ უშვებენ შიგნით, რაც ხდებოდა ადრე მიშას პერიოდში, იგივე ახლა მეორდება, ეს ბარი კი არა ბორდელია, უზბეკი ქალები ჰყავთ შიგნით
ამის დასტურად ბარიდან გამოვიდა სამი მაგარი უზბეჩკა, მაღალ ქუსლებზე და ამ ჩემს გაცნობილ ტაქსისტს ბათუმში წაყვანა სთხოვეს 12 ლარად
ქალების გადაღება ვერ შევძელი სიბნელის გამო, ხოლო ბორდელი სახელწოდებით ეზრუმი მეორე დღეს გადავიღე და დავდებ ფოტოს
ცოტა ხანში მანქანით სხვა უზბეკი ქალები მოვიდნენ, ბანძები ნაღდად არ იყვნენ, ცირკთან რომ დგანან
კაი, კოხტა უზბეჩკები.
ტაქსისტმა ისიც მითხრა ამ ბორდელებს გონიოს პოლიცია კრიშავს, პოლიციის უფროსი ვიღაც კახელი ჰყოლიათ
ზამთარში, როცა დამსვენებლები არ არიან, თურქები და უზბეკი ქალები ქირაობენ სახლებს, ასე რომ ადგილობრივ ბინის მეპატრონეებს შემოსავალი ზამთარშიც არ აკლდებათ
გონიოს კვების, ანუ ჭამა-ყლაპვის ობიექტები ფასების და ხარისხის დონით არ ჩამორჩება ურეკის,ქობულეთის და ბათუმის დონეს
ანუ ვერ გაოცდებით
პლაჟი გაცილებით სუფთაა ვიდრე სხვაგან
აქ გონიოში ყურში წარამარა არ გესმის - ცხელი სიმინდი და ცივი სასმელები
ახლა ტურისტების ამბავი
- ჩამოსული ტურისტების დიდი რაოდენობა ძირითადად ილექება ბათუმში, ქობულეთში და ურეკში
გონიოში იყვნენ საკმაო რაოდენით სომხები, რომლებიც როგორც ყოველთვის ყველგან არიან, მცირე რაოდენობით რუსები და უკრაინელები
და ესეც ის სასტავია, ვისაც უკვე გაუსინჯავს ბათუმის,ურეკის და ქობულეთის წყალი და მეორედ აღარ უნდა გასინჯვა
სარფის საბაჟოზე და ბათუმზე შემდეგ პოსტში
რესტორანი-ბორდელი ეზრუმი, გარეთ შიდა ეზოში ტანსაცმელი იყიდება

This post has been edited by tintoreto on 28 Aug 2016, 20:15
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი