ისტორია ძალიან დიდ როლს თამაშობს პოლიტიკურ პროცესებში. თუკი გავიხსენებთ ჩვენი დიდი მეგობარი არძინბაც ისტორიკოსი იყო. ისტორია არის ერთგვარი ყალიბი რითაც ხდება იდენტობის კვლავწარმოება.
ქართველთა ისტორიის გაყალბება არახალია. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მოძმე სომხებმა შექმნეს მითი თორგომის შესახებ სადაც მოცემულია, რომ მთელი კავკასია სომხურად ვსაუბრობდით. ასევე ისევ სომხებმა ადრიდანვე მოიგონეს თითქოს ქართველების დამწერლობა სომეხმა შექმნა სომხური ანბანიდან.
რუსეთის იმპერიაში ჩვენი შესვლით დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენს ისტორიაზე შეტევების. რუსი და სხვა უცხოელი ქართველთმოძულეები ათასგვარ სისულელეს წერდნენ ჩვენზე. დღეს უკვე ანეგდოტურად მიიჩნევა მაგალითად რუსი მეცნიერები სერიოზულად წერდნენ ქართველები საქართველოში მეთხუთმეტე საუკუნეში დასახლდნენო. ქართველებიც აიყოლეს უაზრობების წერაში და იწერებოდა ქართლში მეშვიდე/მეექვსე საუკუნემდე ქრისტემდე სომხურად საუბრობდნენო, ქართველები კავკასიაში მოგვიანებით დასახლდნენო და სხვა ათასგვარი ნაგავი.
საბჭოთა დროს მთლად ფრთები აიშვეს და რაც რამ ქართულია ყველაფერზე უცხოურიაო წერდნენ. მესხები სომხებად გამოაცხადეს, სვანები ჩერქეზებად, კახელები ალბანელებად და მეორე ვარიანტიც შეუქმნიათ ნახებად, დასავლეთ საქართველო ჩერქეზების მიწად ხოლო აღმოსავლეთი ალან-ნახ-დაღესტნელების. ურარტუელებსაც მიადგნენ და ნახებად გამოაცხადეს ეს უძველესი დიდი კულტურის ხალხი ხოლო იქით ხათები ისინი ჩერქეზებად გამოაცხადეს, ამ ბოდვებში ქართველი მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას მათაც აქვთ ასეთი მარგალიტები დაყრილი.
ახლა რა ხდება, ჯანდაბას საბჭოეთი და რუსეთის იმპერია ახლა მაინც ამოისუნთქოს უცხოელმა ისტორიკოსებმა არავინ დაგიწყებს სდევნას ობიექტური ისტორიის დაწერისათვის მაგრამ "ძველი სკოლა" კვლავ ძლიერია.
2016 წელს 500 გვერდიანი წიგნი გამოაცხო აფხაზმა "მეცნიერმა" გურამ გუმბამ სახელწოდებით ნახები. ნახები ვინც არ იცით ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კავკასიური ენების ერთ-ერთი შტოა. ამ ენებზე საუბრობენ ინგუშები, ჩეჩნები, ქისტები და თუშების ერთ-ერთი თემი წოვა-თუშები. აფხაზები კი არა ამხელა წიგნს ნახებზე დიდ ქვეყნებშიც და უფრო დიდ მეცნიერულ დაწესებულებებში არ წერენ. რამ გადარია აფხაზი ამხელა წიგნი, რომ მიუძღვნა ნახებს? თუ უკვე მიხვდით არ ცდებით! დიახ, ქართველებზე სისულელეების წერის მორიგი საშუალება გამონახეს და რაც მთავარია ისეთი საშუალება რასაც შეუძლია ჩვენს ახლობელ ერებს ჩეჩნებს და ინგუშებს დაგვაპირისპიროს. ამ წიგნში წერია თითქოს კახელები, წანარები, დვალები და მრავალი სხვა ყოფილა ნახი წარმოშობით და არა ქართველური ხოლო ჩვენ თურმე დაგვიპყრია გაგვიქართველებია. იმაზეც უზრუნია ამ წიგნის ავტორებს სხვებმა ადვილად მიაგნონ და აუტვირთავთ ინტერნეტში
http://apsnyteka.org/2841-gumba_g_nakhi_2016.html შეგიძლიათ დააკლიკოთ მაგ წიგნს და გაეცნოთ.

ჯანდაბას ოსი და აფხაზი მეცნიერები ესენი მიკერძოებულად შეიძლება ჩათვალო დამატებით რუსებიც გამომდინარე მათი ინტერესებიდან. აქ პრობლემა ის არის, რომ მსგავს ბოდვებს ზოგიერთი ქართველიც წერს ამასთანავე უცხოური სოვრცეშიც შედის. ყველაზე ცუდი რაც არის კიდევ ერთი ხალხი ჩერქეზებიც აყოლინან ამ ბოდვებს და ძალიან რადიკალურადაც. Amjad Jaimoukha არის ჩერქეზი მეცნიერი რომელმაც დაწერა წიგნი "ჩეჩნები" სადაც სვანები, კახელები, იბერიელები თითქმის ყველაფერზე დაწერა ნახური იყო და ნახები არიანო.
http://inozmi.spilnotv.com/books/sprak/Che....A.Handbook.pdf ვიკიპედიამ როგორც ნაგვის დასაყრელმა საიტმა ვერ აუარა გვერდი და ამ ჯაიმუხას ბოდვები დადო ვიღაცამ სადაც ჩვენი ძვირფასი ქართველური ტომები ისტორიულ ნახებად არიან გამოყვანილი ჰერები, კახელები, გოგარები და მრავალი სხვა.
https://en.wikipedia.org/wiki/Nakh_peoplesპ.ს.
თემის მიზანი არის ის, რომ კარგად გვესმოდეს ბრძოლას მხოლოდ ტანკებით არ ახორციელებენ ჩვენთან! სამეცნიერო სივრცეშიც გვერბძვიან და ამ ბრძოლით ძველი ჩვენი რეალურად ერთ-ერთი კომპონენტი აფხაზები აქციეს ანტიქართველებად ხოლო ოსებს ასევე სხვა კავკასიელებს ისეთ ინფორმაციულ სივრცეში აცხოვრებენ ვერასოდეს მოახერხონ ჩვენთან მეგობრობა, წამლავენ მოგონილი ისტორიით.
This post has been edited by გასო on 3 Sep 2016, 14:25